რეზონანსი
29.03.2026

კრიტიკული შეფასებების შემდეგ ისრაელის მთავრობა აცხადებს, რომ მუშავდება გეგმა, რომელიც ეკლესიის ლიდერებს აღდგომის ტაძარში ლოცვის უფლებას მისცემს.

ისრაელის მთავრობის განცხადების თანახმად, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანმა ბალისტიკური რაკეტებით არაერთხელ მიიტანა იერიში იერუსალიმში სამივე მონოთეისტური რელიგიის წმინდა ადგილებზე და ერთ-ერთი დარტყმის დროს რაკეტის ფრაგმენტები აღდგომის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა.

„ისრაელმა დროებით სთხოვა ყველა სარწმუნოების წარმომადგენელ მრევლს, არ შეასრულონ მსახურება იერუსალიმის ძველი ქალაქის წმინდა ადგილებში, რათა დავიცვათ ისინი. უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეშფოთების გამო იერუსალიმის პოლიციამ ლათინ პატრიარქს, კარდინალ პიცაბალას დღეს დილით ეკლესიაში წირვის ჩატარებაში ხელი შეუშალა. კიდევ ერთხელ, არანაირი ბოროტი განზრახვა არ ყოფილა, მხოლოდ მის და მისი ჯგუფის უსაფრთხოებაზე ზრუნვა იყო. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ქრისტიანებისთვის აღდგომის წინა კვირა სიწმინდეს წარმოადგენს, ისრაელის უსაფრთხოების ძალები ამზადებენ გეგმას, რათა ეკლესიის ლიდერებმა მომდევნო დღეებში წმინდა ადგილას წირვა-ლოცვა შეძლონ", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×