რეზონანსი
29.03.2026

ეროვნული ნაკრების გამარჯვების ისტორიის გადმოცემას რომ ეცდები მისი გამორჩეული ფიგურების კოლაჟით და ყველაზე ტიტულოვან ქართველ ფეხბურთელს, კახა კალაძეს, არ გამოაჩენ, ეგ პოლიტიკური აქტივიზმი აღარაა, პროსტა უკიდურესი გოიმობაა, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია, სპორტული არხის, "სეტანტას" მიერ გაკეთებულ კოლაჟზე.

ოდიშარიას თქმით, "სეტანტამ" კალაძის გარდა, ეროვნული ნაკრების ისეთი ცნობილი ფეხბურთელები გამოტოვა, როგორებიც არიან მიხეილ ყაველაშვილი და ზურაბ ხიზანიშვილი, შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ სპორტული არხი "ტვ პირველის" კალიბრში გადაერთო.

"ეროვნული ნაკრების გამარჯვების ისტორიის გადმოცემას რომ ეცდები მისი გამორჩეული ფიგურების კოლაჟით და ყველაზე ტიტულოვან ქართველ ფეხბურთელს, კახა კალაძეს, არ გამოაჩენ, ეგ პოლიტიკური აქტივიზმი აღარაა, პროსტა უკიდურესი გოიმობაა. არც ყაველაშვილი, არც ხიზანიშვილი, ვლადიმერ ვაისზე მეტი დამსახურება არ ჰქონდათ ხო ქართულ ფეხბურთში? ხელისუფლების მისამართით არ წავიდეს რაიმე პოზიტივიო, აქამდე დავიდა სპორტული არხის ნარატივი. მოკლედ, სეტანტა ტვ პირველის კალიბრში გადაერთო, მიშას პენალტის კადრი რომ არ გამოჭიმეს შუაში, მაგისთვისაც მადლობა. ხო და კობისთვის როგორღაც რომ გამოინახა პატარა ადგილი კუთხეში, ესეც დავუფასოთ," - წერს ბაჩო ოდიშარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×