
ახაშენში მომხდარი ავარიის შედეგად, გურჯაანის მკვიდრი, ალიკა პეტრიაშვილი გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, სამების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფაცხებთან მოხდა.
ავტომობილი “ნივა”, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან, ხევში გადავარდა. 45 წლის კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ავარიისას დაშავებული ორი მამაკაცი, გურჯაანის ჯეოჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანეს.
მათგან ერთს, მხრის ამოვარდნა დაუფიქსირდა და ექიმების ჩარევის შემდეგ, სახლში გაწერეს.
28 წლის ახალგაზრდა კი თავის ტვინის შერყევით, საავადმყოფოში რჩება. ექიმების განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
რა გახდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავარიის მიზეზი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
მთავარი ამბები კახეთიდან