დოქტორი ალან პრიდდი
30.03.2026

ჟენევა - წყლის რესურსების, გარემოს და ჯანმრთელობის გლობალურმა ინსტიტუტმა ჩაატარა მაღალი რანგის პარალელური ღონისძიება ადამიანთა უფლებების გაეროს საბჭოს 61-ე საბჭოს ფარგლებში, რომლის მიზანი იყო იმის შესწავლა თუ როგორ გადაიქცევა ციფრული ინოვაციები და თანამშრომლობა სამხრეთი-სამხრეთი განვითარებაზე უფლების განხორციელების კატალიზატორად.

ჟენევაში გაეროს განყოფილებაში ჩატარებულმა პანელურმა დისკუსიამ შეკრიბა საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და აკადემიური წრეების ექსპერტები შემდეგი დევიზით: ციფრული ინოვაციები და თანამშრომლობა სამხრეთი-სამხრეთი: განვითარებაზე უფლების განხორციელების გზები. 

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა ბ-ნი ნიდალ სალიმი, GIWEH-ის გენერალური დირექტორი. მან დისკუსია დაიწყო მტკიცებით, რომ განვითარების უფლება არ არის მხოლოდ ეკონომიკური მიზანი, არამედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც უნდა იყოს ინკლუზიური, მონაწილეობაზე დაფუძნებული და სამართლიანი. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე წარმოდგენილი იყო ინდოელი და ქაშმირელი მეცნიერებისა და უფლებადამცველების ვიდეომიმართვები. 

ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული განვითარების ხედვისადმი მიძღვნილი დისკუსიის მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ განვითარების უფლება ადასტურებს თითოეული ადამიანის, თემისა და ერის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს განვითარებაში, შეიტანოს მასში წვლილი და მიიღოს მისგან სარგებელი ღირსების, სამართლიანობისა და კულტურული თვითმყოფადობის პრინციპების შესაბამისად. ციფრული ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, ნივთების ინტერნეტი, ღრუბლოვანი გამოთვლები და ბლოკჩეინი, ადამიანის უფლებების რეალიზაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტებია. ამ ტექნოლოგიებს პოტენციურად შეუძლიათ ხელი შეუწყონ მდგრადი განვითარების მიზნების   70 პროცენტამდე მიღწევას და გლობალური ნახშირბადის ემისიების 20 პროცენტამდე შემცირებას მრეწველობასა და ტრანსპორტში ენერგოეფექტურობის გაზრდის ხარჯზე.

ბატონმა აიმან ოკეილმა, ორგანიზაცია „Maat მშვიდობის, განვითარებისა და ადამიანის უფლებებისათვის“ გენერალურმა დირექტორმა და ECOSOC-ის თავმჯდომარის მოადგილემ ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებით, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გლობალური სამხრეთის ქვეყნებში საყოველთაო ციფრული ინფრასტრუქტურის დანერგვამ შეიძლება 2030 წლისთვის მშპ 1,4 პროცენტით გაზარდოს. მან აღნიშნა, რომ ციფრულ ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა აფართოებს წვდომას ძირითად სერვისებზე — ჯანდაცვაზე, განათლებასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე — განსაკუთრებით მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის, და მოუწოდა მოწინავე გამოცდილების გაზიარებისკენ სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის ფარგლებში. 

ინდოეთის ციფრული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა: მოდელი გლობალური სამხრეთის ქვეყნებისთვის. ინდოეთის გამოცდილება ციფრული საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (DPI) სფეროში ცენტრალურ მაგალითად იქცა. ბატონმა სურია კანეგაონკარმა, მიმომხილველმა და გლობალური ვაჭრობის ექსპერტმა, წარმოადგინა, თუ როგორ შექმნა ინდურმა „JAM ტრიადამ“ — Jan Dhan-ის საბანკო ანგარიშების, Aadhaar-ის ციფრული იდენტიფიკაციისა და მობილური კავშირის კომბინაციამ — საბაზისო ციფრული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოსახლეობის დაახლოებით 97 პროცენტს მოიცავს. გადახდის ერთიანმა ინტერფეისმა (UPI) 2025 წელს 228 მილიარდზე მეტი ტრანზაქცია დაამუშავა, რამაც ქუჩის მოვაჭრეებს, რიქშას მძღოლებსა და მცირე მეწარმეებს ფორმალურ ეკონომიკაში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ამასთან, Jan Dhan-ის ანგარიშების 55,8 პროცენტი ქალებს ეკუთვნით, ხოლო 78,2 პროცენტი განთავსებულია სოფლისა და ნახევრად ურბანულ რაიონებში, რაც პირდაპირ უწყობს ხელს სოციალურ ინტეგრაციას.

სამედიცინო დაზღვევის პროგრამა Ayushman Bharat მოიცავს 550 მლნ. ბენეფიციარს 120 მლნ. ოჯახიდან, და ამით უზრუნველყოფს უნაღდო ჰოსპიტალიზაციას და ამცირებს ჯანდაცვაზე დიდი ხარჯების ფინანსურ ტვირთს. დამატებით მაგალითად მოყვანილია ტელესამედიცინო პლატფორმები e-Sanjeevani, e-Shram არაფორმალური თანამშრომლების რეგისტრაციისთვის. დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს პლატფორმები შმუშავებულია როგორც ღა და თავსებადი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურა და შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც გენერირებული მოდელი სხვა განვითარებადი ქვეყნებისთვის.

ციფრული მართვის ცივილიზებული ფასეულობები და ეთიკური ჩარჩოები.

ბატონმა პრაშანტ შარმამ, რომელიც წარმოადგეს ჟენევაში ბაზირებულ არაკომერციულ ორგანიზაციას „დხარმის ალიანი“ (პან-დხარმის ინსტიტუტი, რომელიც დაკავებულია გლობალურ მართვაში დხარმისებური მიდგომების ინტეგრირებით) შემოგვთავაზა განხილვის ეთიკურ პერსპექტივას. მან ხაზი გაუსვა, რომ ერთი ტექნოლოგია არ არის საკმარისი ინკლუზიურობის უზრუნველყოფისთვის: ფასეულობები განსაზღვრავენ, აფართოვებს თუ არა ინოვაცია შესაძლებლლობებს თუ აძლიერებს გამორიცხვას.

მსახურების, ემპათიის, ჭეშმარიტებს, არაძალადობის და ღაობის საფუძველზე, ბატონი შარმას თქმით, თანამშრომლობა სამხრეთი-სამხრეთ ასახავს ეთიკას, რომლის ფარგლებში ცოდნა ვრცელდება ყველაზე, და არ გროვდება კონკურენტული უპირატესობის გამო.

მან დაამატა, რომ ციფრული პლატფორმები გამოიყენება ცივილიზებული ცოდნის შენახვისა და გადაცემისთვის გრაგნილების დიგიტალიზაციის და კლასიკური ტექსტების თარგმნის გზით ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რაც აჩვენებს, რომ განვითარება არ მოითხოვს ტრადიციის და თანამედროვეობის გამიჯვნას. ციფრული ჯანდაცვის და კატასტროფებისადმი მდგრადობის განხრით იაპონიის მიდგომის ფასეულობებზე ფოკუსირებით, მან მოგვიწოდა თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გლობალური კულტურის ფორმირებისთვის.

“მწვანე“ და ციფრული გადასვა: შესაძლებლობები და უთანასწორობა შრომის ბაზარზე. MOT-ის პრიორიტეტული ქმედებების პროგრამის დირექტორმა ბ-მა მუსტაფა ქამალ გუიემ წარმოგვიდგინა კვლევის შედეგები, რომლის თანახმად ინვესტიციები მწვანე და ციფრულ ეკონომიკაში შექმნიან 57,6 მლნ.-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი 2030 წლისთვის. ინტერნეტთან საყოველთაო წვდომის უზრუნველყოფაში ინვესტიციები შექმნიან დაახლოებით 23,5 მლნ. სამუშაო ადგილას, ხოლო კლიმატური და ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია 1,5 გრადუსამდე გლობალური დათბობის შეზღუდვაზე, - დაახლოებით 37,2 მლნ. 

თუმცა მან გაგვაფრთხილა, რომ ეს გარდაქმნა არ აღმოფხვრის უთანასწორობას შრომის ბაზარზე ავტომატურად. ქალები მიიღებენ უფრო მცირე წილს ახალ სამუშაო ადგილებში მამაკაცებთან შედარებით - 30 პროც. პუნქტით ციფრულ ტრანსფორმაციაში და 40 პროც. პუნქტით მწვანეში. ხანდაზმული დასაქმებულები არაფორმალურ ეკონომიკაში და სოფლად მცხოვრები მოქალაქეები ასევე არიან რისკის ქვეშ. MOT-მა შესთავაზა შრომითი რესურსების განვითარების ინკლუზიური სტრატეგიების შემუშავებას, მათ შორის გადაკვალიფიცირებას და ციფრული უნარების დაგეგმვას. 

ვიდეომიმართვა: ხმები მოვლენათა ად~გილიდან. ღონისძიებაზე წარმოდგენილია ჯაიპურში (ინდოეთი) აპექსის უნივერსიტეტიდან ქ-ნი ფაიზა რიფატის და კაშმირის ქალთა ორგანიზაციის პრეზიდენტის ქ-ნი დარაკშან ხასან ბხატის ვიდეო მიმართვები, რომლებშიც ხაზგასმულია ქალების, მარგინალიზებული თანამეგობრობების და კონფლიქტებით დაზარალებულების წვდომის უზრუნველყოფის აუცილებლობა ციფრული ინოვაციების და ადგილობრივ დონეზე განვითარების უფლების გამოყენების მიმართულებით. 

მონაცემთა სუვერენიტეტსა და ხელოვნური ინტელექტის მართვის შესახებ დისკუსიის მონაწილეებმა გამოხატეს წუხილი გლობალური სამხრეთის ქვეყნების წინაშე არსებულ პრობლემებზე. აღინიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის დარგში განვითარებული პოტენციალის მქონე სახელმწიფოებმა უფრო მეტად ცდილობენ მიიღონ წვდომა განვითარებადი ქვეყნების ციფრული ინფრასტრუქტურის მონაცემებთან. ხელოვნური ინტელექტის სისტემების შესწავლა მოითხოვს მონაცემთა დიდ მასივებს, ხოლო დამოკიდებულება უცხოელ პროვაიდერებზე ქმნის თვალთვალის და საქციელის პროფილირების რისკებს. მონაწილეებმა ხელი გაუსვეს მონაცემთა ლოკალიზების აუცილებლობას, ნაციონალური ინფრასტრუქტურის განვითარებას შიფრირების საიმედო მექანიზმების დანერგვას და ღია გამავალი კოდის მქონე გადაწყვეტილების გამოყენებას. 

რეკომენდაციები და შემდგომი ნაბიჯები

დისკუსიის მონაწილეებმა შეთანხმდნენ რიგ საკვანძო რეკომენდაციაზე, რომელიც შეეხება განვითარებაზე უფლების განხორციელების ხელშეწყობას ციფრული ინოვაციების და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის მეშვეობით. მათ შორისაა: ციფრული განვითარების გლობალური ფონდის შექმნა, ორმხრივი პარტნიორობის განვითარება, დავალიანების ტვირთის შემსუბუქებას, გაერთანებული ერების საკვანძო პრინციპების შემუშავებას ტექნოლოგიების უსაფრთხო გამოყენების ნაწილში; სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა; მონაცემთა სუვერენიტეტის დაცვა; მწვანე და ციფრული გადასვლის ინკლუზიურობის უზრუნველყოფა. 

დასასრულს, მონაწილეებმა მოუწოდეს გადასვლისკენ გაფანტული ინოვაციებიდან ინტეგრირებულ ეკოსისტემებზე, ტრანზაქციული პარტნიორობიდან — ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებზე და ფრაგმენტული მიდგომებიდან — განვითარების უნივერსალურ ეთიკაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ციფრული ინოვაციები უზრუნველყოფს ინსტრუმენტებს, საერთაშორისო თანამშრომლობა — სტრუქტურას, ხოლო ეთიკური პრინციპები განსაზღვრავს მიმართულებას. 

მოდერატორმა, ბატონმა ნიდალ სალიმმა, სესია დაასრულა მოქმედებისკენ მოწოდებით: მთავარი კითხვა მდგომარეობს არა იმაში, უნდა დაინერგოს თუ არა ციფრული ტექნოლოგიები, არამედ იმაში, თუ როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი, რომ ისინი ემსახურებოდნენ ადამიანებს, ამცირებდნენ უთანასწორობას და ხელს უწყობდნენ განვითარების უფლების რეალიზაციას ყველასთვის. ციფრული ინოვაციების შესაბამისობა მდგრად ეთიკურ პრინციპებთან და „სამხრეთ-სამხრეთის“ თანამშრომლობის გაძლიერება საშუალებას მოგვცემს განვითარების უფლება რეალობად იქცეს.

დოქტორი ალან პრიდდი, 

2026 წლის 25 მარტი. ციფრული ინოვაციები - თანამშრომლობა სამხრეთი-სამხრეთი - გლობალური განვითარება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×