
თეონა ქუმსიაშვილის დედამ ანასტასია ხმიადაშვილ-ქუმსიაშვილმა პირველად ისაუბრა მისი სიძის გელა დაიაურის გადაწყვეტილების შესახებ მეორედ შეექმნა ოჯახი. შეგახსენებთ, რომ 2010 წელს ტრაგიკულ ავარიაში დაიღუპნენ დები, თეონა და ნათია ქუმსიაშვილები და თეონას მცირეწლოვანი შვილები, დემეტრე და ჯარჯი. თეონა სულ 26 წლის იყო
„მდინარეში გადავარდა და ასე დავიღუპე ჩემი ოჯახის 4 წევრი ემსხვერპლა ამ ავარიას. როგორც ვიცი, სავარაუდოდ, მძღოლი ნასვამი იყო და წყლისკენ აიღო გეზი“ - იხსენებს თეონას დედა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.
- თეონას მეუღლე, გელა დაიაური, მოდიოდა თქვენთან, გნახულობდათ, სანამ მეორედ დაოჯახდებოდა?
- კი, ყოველ ზაფხულს მოდიოდა, რჩებოდა. ჩემი მეუღლე რომ გარდაიცვალა, გელა და მისი დები ჩამოვიდნენ და პატივი მიაგეს. რაც გელა დაოჯახდა, აღარ მოსულა.
- როცა შეიტყვეთ, რომ ოჯახი შექმნა, როგორ მიიღეთ ეს ამბავი?
- თან გამიხარდა, თან, გული მეტკინა, თან მეცოდებოდა და მინდოდა, ბედნიერი ყოფილიყო, თან, გული მტკიოდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ჩემმა მეუღლემ ორივე სიძეს უთხრა, დაოჯახდით და ბედნიერები იყავითო, მაგრამ დედის გული ხომ იცით...
ნათიას მეუღლეც დაოჯახდა და მეორე მეუღლისგან ბიჭი შეეძინა. სხვათა შორის, ჩემს სიძეს ძალიან კარგი მეუღლე ჰყავს. ჩემს შვილიშვილს, თამარს დედინაცვალიც უყვარს და ძმაც. მე კი ვერ მივდივარ ნათიას ოჯახში, რადგან ძნელია ჩემთვის, მაგრამ ჩემი თამარი რომ კმაყოფილია, მეც კმაყოფილი ვარ.
"სარკე"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე