
სამტრედია–აბაშის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გადარჩენილი ლიკა კუჭუხიძე 5 აპრილს ნოე სულაბერიძის გადაცემაში იქნება სტუმრად. ლიკა იმ სამწუხარო ტრაგედიის შესახებ ისაუბრებს, რამაც რამდენიმე თვის წინ სრულიად საქართველო შეძრა. შეგახსენებთ, რომ ლიკას მეუღლე აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა, თავად კი ძლივს გადარჩა.
„თითქოს რაღაცას გრძნობდა, უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო… ბაჩო როცა გადმობრუნებულ მანქანაში იყო, მოასწრო ეთქვა, ლიკას მიმიხედეთო, ადამიანი რა გრძნობით უნდა გიყვარდეს, რომ ტოვებ ამ სამყაროს და კიდევ შენს საყვარელ ადამიანზე ფიქრობ… ჩემს გარდაცვალებას ელოდებოდა ყველა, ისე მძიმედ ვყოფილვარ… ლიკუნია, ჩვენი ბაჩო აღარ არისო, მანდ უკვე ყველაფერი ჩაქრა. სულის ტკივილამდე რომ ადამიანი მოგენატროს, აი, მაგ დონეზე მენატრება“, – ამბობს ლიკა კუჭუხიძე.
უმძიმესი ავარია, 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა. 19 წლის დედისერთა ბიჭი, ბაჩო ლასარეიშვილი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა. ულამაზეს წყვილთან ერთად დაშავდა ბაჩოს გამზრდელი ბიძა, რომელიც იმ დღეს მართავდა საჭეს. ბიძაც ასევე კლინიკაში იყო მოთავსებული სხვადასხვა სახის დაზიანებებით, თუმცა ის უფრო ადრე გამოწერეს კლინიკიდან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე