რეზონანსი
31.03.2026

"ტვ პირველის" ჟურნალისტი, მარიამ გაფრინდაშვილი გარდაცვლილ დასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

"ვერაფრით ვერ ვაპატიე ღმერთს შენი წასვლა. მინდა რომ ბოლო ადამიანი იყო, რომელიც ვიღაცის უპასუხისმგებლობას, სიმთვრალეს და ავტოავარიას ემსხვერპლა...

მეცოდება... და მთელი გულით თანავუგრძნობ იმ ადამიანს და მის ოჯახს, რომელმაც შენი მკვლელობის ტვირთი მთელი ცხოვრება უნდა ატაროს.

ის დღე სინამდვილეში ორივესთვის სასიკვდილო განაჩენი იყო - ის მკვლელი გახდა შენ კი მარადისობაში წახვედი" - წერს მარიამ გაფრინდაშვილი.

ცნობისთვის, მარიამ გაფრინდაშვილს და მოულოდნელად გარდაეცვალა. ირმა გაფრინდაშვილი ავარიაში დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×