
ირანის ისლამური რესპუბლიის ელჩი თბილისში მუქარანარევ განცხადებას ავრცელებს, სეიედ ალი მოჯანი აშშ-ს ადმინისტრაციასა და დონალდ ტრამპს ახსენებს და დასძენს, რომ „გუშინ ვინც მათ მხარი აუბა, დღეს იძულებულები არიან ამის ფასი გადაიხადონ". განცხადება დროში ემთხვევა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და პრემიერ ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარს.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ ირანი ამ შინაარსის განცხადებას „ყველგან აკეთებს" თუმცა, ხელისუფლებას დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან ომების დამთავრებამდე საგარეო ფლანგზე რაიმეს „ფორსირება დიდი სარისკო რამაა".
„მე ხომ „ნეიტრალური საქართველოს" წევრი ვარ და ჩვენი კატერგორიული, პრინციპული პოზიციაა, რომ საქართველოს ტერიტორია, ხმელეთი იქნება, საჰაერო, თუ საზღვაო, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს გამოყენებული რომელიმე სხვა ძალის მიერ. ანუ ამას არ უნდა დათანხმდეს ჩვენი ხელისუფლება - შეიძლება ეს რთული იყოს, მაგრამ საჭიროა. იმიტომ, რომ საფასური ყოველთვის არის, მით უმეტეს აქ, სადაც ორი რეგიონი ოკუპირებულია და რუსეთის ჯარები პირდაპირ თბილისთან ახლოს დგას.
- პეტრე მამრაძე: „არ ვამბობ, რომ დღეს ირანი უძლეველი ქვეყანაა, მაგრამ, აი, ხომ ხედავთ, მაინც მოახერხეს და საუდის არაბეთში უნიკალური ამერიკული თვითმფრინავები გაანადგურეს. არაბეთის ქვეყნებს დიდი ზარალი მიადგა"
„სხვა კომენტატორებისგან განსხვავებით, მე დიდი სიფთხილით ვეკიდები იმას, თუ რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს აშშ-ს ადმინისტრაციას - ოპტიმიზმს როცა გამოხატავენ, სტრატეგიული პარტნიორობა უნდა აღდგესო და ა.შ. მე სულ სხვა რამეს ვხედავ, ტრამპის ადნინისტრაცია უყურებს ქვეყნებს პრინციპით - აი, რას მიკეთებს ესა თუ ის ქვეყანა. (ტრამპის სიტყვებს ვიმეორებ - „ბრიტანეთმა რა გაგვიკეთა?" „ესპანეთი რას გვიკეთებს?") ახლა დიდი სიფრთხილეა საჭირო, საქართველოს არანაირი ვალდებულება არ აქვს. როცა ლაპარაკია, რომ ურთიერთობა უნდა აღდგეს, ეს წინა ადმინისტრაციამ ჩაშალა სწორედ იმიტომ, რომ საქართველომ არ გაუკეთა გასაკეთებელი, რადგან ქვეყანა დაიღუპებოდა.
„ზედმეტი ოპტიმიზმისგან თავი უნდა შევიკაოთ, ამერიკის წარმომადგენელი ჩამოვა და ანაკლიით დაინტერესდება თუ რუბიო დარეკავს, ყველაფერი ეს კარგია, მაგრამ ხალხს და მთავრობას სიფრთხილე გვმართებს.
„არ ვამბობ, რომ დღეს ირანი უძლეველი ქვეყანაა, მაგრამ, აი, ხომ ხედავთ, მაინც მოახერხეს და საუდის არაბეთში უნიკალური ამერიკული თვითმფრინავები გაანადგურეს. არაბეთის ქვეყნებს დიდი ზარალი მიადგა, „ბრიტიშ ეარვეისმა" არაბეთის ქვეყნებში ფრენები წლის ბოლომდე გააუქმა. ეს კოლოსალური ზარალია.
„ეს განცხადება არ არის ექსკლუზიურად საქართველოსთვის განკუთვნილი, ეს აშკარა ზოგადია და ყველგან ამას ამბობენ. ურთიერთობის აღდგენა მაშინ, როდესაც ამის საფასურს მოითთხოვენ - თუ გინდა რომ ურთიერთობა აღდგეს გამიკეთე ერთი, მეორე და მესმეო და თუ ეს მოთხოვნები ისეთია, რომ იმისთანა ზარალი დაადგება ქვეყანას, რომ იმ ურთიერთობას საერთოდ აზრი აღარ ექნება, რა თქმა უნდა, ამაზე არ უნდა წავიდეთ. მგონი, უნდა დავიცადოთ, სანამ ირანსა და უკრაინაში ომი დასრულდება. ლიდერების მიერ ბევრჯერ იყო ნათქვამი, რომ ჩვენს თვალწინ ინგრევა საერთაშორისო სისტემა და წესრიგი. როცა ინგრევა, გაურკვეველია ძალების განლაგება როგორია და ამ დროს ასეთი ფორსირება დიდად სარისკო რამაა",- განაცხადა მამრაძემ.