რეზონანსი
31.03.2026

ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, რომ გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, - განაცხადა „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ბაჩო ახალაიას შესახებ.

მან სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლიც მიუთითა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და მცდელობა დასჯადია.

„სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლი წაიკითხონ [რადიკალებმა], სადაც პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება ან ამის მცდელობა, კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მოწოდება ან ამის მცდელობა არის დასჯადი - ეს რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარე, როდესაც ეს ადამიანი არის იმ ე.წ. პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი, რომლის სამართლებრივი სტატუსიც, იმედი მაქვს, რომ გაუქმდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, რადგან ჯერ ხალხს ამხობდა, როცა ხელისუფლებაში იყო, და ახლა ხალხს ამხობინებს ხელისუფლებას, როცა აღარ არის ხელისუფლებაში", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×