
არა მგონია, კონკრეტული შემოთავაზებები ყოფილიყო. შეიძლება, რუბიომ მოსინჯა, რამდენად იქნება საქართველო მზად და რა ფორმით იქნება მზად, რომ ამ ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის კომენტირებისას.
ხუხაშვილმა ისაუბრა საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ მისი „მუქარანარევი გაფრთხილება" რუბიოს ზარს „ლოგიკურად მოჰყვა" .
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ირანის ელჩმა საქართველოს, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა. პოლიტოლოგის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ ელჩის განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლებას რაიმე რეაგირება ექნება.
"რუბიოს ზარის განხორციელებამდე, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა, შეერთებული შტატების წარმომადგენელმა დაათვალიერა ანაკლიის პორტი, თითქოს იქ არაფერი არ არის აშენებული და, პრინციპში, რატომ უნდა დაეთვალიერებინა, ეს გაუგებარია, მაგრამ ეს ამ ისტორიის ნაწილია.
მე გაგახსენებთ, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტი იქნა ჩაშვებული, მაშინ ვსაუბრობდი, რომ ამ პორტს არა აქვს მხოლოდ ეკონომიკური დანიშნულება, აქედან გამომდინარე, ამ რუსეთ-უკრაინის ომის პერიპეტიებიდან, იმის გამო, რომ რუსეთი დომინირებს შავ ზღვაზე მაშინ, როდესაც ნატო-ს წევრი სამი ქვეყანაა შავი ზღვისპირეთში, კოლექტიური დასავლეთი დაინტერესებულია, რომ უსაფრთხოების სისტემები იქნას გაძლიერებული. ვსაუბრობდი იმაზე, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა თუნდაც სამხედრო დანიშნულებით ან წყალქვეშა ნავების შემოსაყვანად და ა.შ. საინტერესო იქნებოდა ამერიკული მხარისთვის და რუსეთის ასეთი კატეგორიული წინააღმდეგობა და ამ პროექტის განულება ჩვენი ხელისუფლების ხელით ამასთან უფრო მეტად იყო კავშირში ვიდრე ეკონომიკურ კონკურენციასთან.
მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, თეორიულად, შეერთებული შტატები განიხილავდეს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რომ საზღვაო ბაზა იქნას განთავსებული ანაკლიაში.
ამით დაიწყო და მერე იყო რუბიოს საუბარი და ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური დასკვნა, რომ ეს საუბარი ეხებოდა ირანთან ომის მეორე ეტაპს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ლოგისტიკური პრობლემებია შექმნილი. ირანი, როგორც კლასიკური ტერორისტული სახელმწიფო, თავის მეზობლებს ატერორებს ირგვლივ და ფაქტობრივად, ყველას ბომბავს, თითქოს რეგიონი მთლიანად მძევლად აიყვანა, არსებობს გარკვეული ლოგისტიკური პრობლემები და შესაძლოა, რუბიომ მოსინჯვები გააკეთა. არა მგონია, რაღაც კონკრეტული შემოთავაზებები ყოფილიყო. მოსინჯა, რამდენად იქნება საქართველო მზად და რა ფორმით იქნება მზად, რომ ამ ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს.
ამას ლოგიკურად მოჰყვა ირანის ელჩის მუქარანარევი გაფრთხილება, ე, მანდ რამე არ შეგეშალოთ, თორემ თქვენც სამიზნე აღმოჩნდებითო. ირანის ელჩმა, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა.
ჩვენი ხელისუფლების კოლაბორაციონიზმი ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ ისინი ძალიან მწვავედ და შეურაცხმყოფლად რეაგირებენ ნებისმიერ კრიტიკაზე დასავლეთის მხრიდან, ძალიან თავხედურ პოზაში დგებიან, მაგრამ რაც არ უნდა მუქარები წამოვიდეს ავტორიტარული სისტემებიდან, ამაზე საერთოდ არ რეაგირებენ.
მე არ მაქვს იმედი, რომ ირანის ელჩის ამ განცხადებაზე რაიმე რეაგირება ექნებათ. არ ვიცი, ამას ისინი იმიტომ აკეთებენ, რომ ამ სისტემების მძევლები არიან თუ იმიტომ, რომ მადლი ადამიანის პრინციპით მოქმედებენ - მეგობარს შეგიძლია თავზე დააჯდე იმიტომ, რომ ის დაგინდობს და ხელს არ შემოგიბრუნებს და მტერს კიდევ ხელები უნდა უკოცნო იმიტომ, რომ ის არ დაგინდობს.
ვიღაცები გუშინ რომ ლაპარაკობდნენ, ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯია ეს ზარიო, მე ვფიქრობ, რომ პირიქით, აუარესებს ეს ურთიერთობებს იმიტომ, რომ შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ დაინახავს, ვისთან აქვს საქმე, შესაბამისად, უნდა ველოდოთ "MEGOBARI ACT"-ისა და მძიმე შედეგების დაძვრას. კობახიძე იტყვის, რუბიო ტელეფონზე დამემუქრაო და მეორე ფრონტის გახსნა მომთხოვა ირანთანო, სხვა არგუმენტი არ აქვს. ნებისმიერ დალაგებას სჭირდება ფასის გადახდა და შენ როდესაც ფასის გადახდა არ გინდა, რანაირად დალაგდები?" - აღნიშნა ხუხაშვილმა.გია ხუხაშვილი - შეიძლება, მარკო რუბიომ მოსინჯა, საქართველო რამდენად და რა ფორმით იქნება მზად, ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს, ირანის ელჩმა კი, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა
არა მგონია, კონკრეტული შემოთავაზებები ყოფილიყო. შეიძლება, რუბიომ მოსინჯა, რამდენად იქნება საქართველო მზად და რა ფორმით იქნება მზად, რომ ამ ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს , - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "პოლიტიკურ სივრცეში" განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბრის კომენტირებისას.
ხუხაშვილმა ისაუბრა საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებაზეც და აღნიშნა, რომ მისი „მუქარანარევი გაფრთხილება" რუბიოს ზარს „ლოგიკურად მოჰყვა" .
როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ირანის ელჩმა საქართველოს, ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა. პოლიტოლოგის თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ ელჩის განცხადებაზე საქართველოს ხელისუფლებას რაიმე რეაგირება ექნება.
"რუბიოს ზარის განხორციელებამდე, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდებოდა, შეერთებული შტატების წარმომადგენელმა დაათვალიერა ანაკლიის პორტი, თითქოს იქ არაფერი არ არის აშენებული და, პრინციპში, რატომ უნდა დაეთვალიერებინა, ეს გაუგებარია, მაგრამ ეს ამ ისტორიის ნაწილია.
მე გაგახსენებთ, როდესაც ანაკლიის პორტის პროექტი იქნა ჩაშვებული, მაშინ ვსაუბრობდი, რომ ამ პორტს არა აქვს მხოლოდ ეკონომიკური დანიშნულება, აქედან გამომდინარე, ამ რუსეთ-უკრაინის ომის პერიპეტიებიდან, იმის გამო, რომ რუსეთი დომინირებს შავ ზღვაზე მაშინ, როდესაც ნატო-ს წევრი სამი ქვეყანაა შავი ზღვისპირეთში, კოლექტიური დასავლეთი დაინტერესებულია, რომ უსაფრთხოების სისტემები იქნას გაძლიერებული. ვსაუბრობდი იმაზე, რომ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა თუნდაც სამხედრო დანიშნულებით ან წყალქვეშა ნავების შემოსაყვანად და ა.შ. საინტერესო იქნებოდა ამერიკული მხარისთვის და რუსეთის ასეთი კატეგორიული წინააღმდეგობა და ამ პროექტის განულება ჩვენი ხელისუფლების ხელით ამასთან უფრო მეტად იყო კავშირში ვიდრე ეკონომიკურ კონკურენციასთან.
მე ვფიქრობ, რომ შეიძლება, თეორიულად, შეერთებული შტატები განიხილავდეს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, რომ საზღვაო ბაზა იქნას განთავსებული ანაკლიაში.
ამით დაიწყო და მერე იყო რუბიოს საუბარი და ბუნებრივია, ჩნდება ლოგიკური დასკვნა, რომ ეს საუბარი ეხებოდა ირანთან ომის მეორე ეტაპს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ლოგისტიკური პრობლემებია შექმნილი. ირანი, როგორც კლასიკური ტერორისტული სახელმწიფო, თავის მეზობლებს ატერორებს ირგვლივ და ფაქტობრივად, ყველას ბომბავს, თითქოს რეგიონი მთლიანად მძევლად აიყვანა, არსებობს გარკვეული ლოგისტიკური პრობლემები და შესაძლოა, რუბიომ მოსინჯვები გააკეთა. არა მგონია, რაღაც კონკრეტული შემოთავაზებები ყოფილიყო. მოსინჯა, რამდენად იქნება საქართველო მზად და რა ფორმით იქნება მზად, რომ ამ ლოგისტიკური პრობლემების გადაწყვეტაში დაეხმაროს.
ამას ლოგიკურად მოჰყვა ირანის ელჩის მუქარანარევი გაფრთხილება, ე, მანდ რამე არ შეგეშალოთ, თორემ თქვენც სამიზნე აღმოჩნდებითო. ირანის ელჩმა, ფაქტობრივად, ომი გამოგვიცხადა.
ჩვენი ხელისუფლების კოლაბორაციონიზმი ზუსტად იმაში გამოიხატება, რომ ისინი ძალიან მწვავედ და შეურაცხმყოფლად რეაგირებენ ნებისმიერ კრიტიკაზე დასავლეთის მხრიდან, ძალიან თავხედურ პოზაში დგებიან, მაგრამ რაც არ უნდა მუქარები წამოვიდეს ავტორიტარული სისტემებიდან, ამაზე საერთოდ არ რეაგირებენ.
მე არ მაქვს იმედი, რომ ირანის ელჩის ამ განცხადებაზე რაიმე რეაგირება ექნებათ. არ ვიცი, ამას ისინი იმიტომ აკეთებენ, რომ ამ სისტემების მძევლები არიან თუ იმიტომ, რომ მადლი ადამიანის პრინციპით მოქმედებენ - მეგობარს შეგიძლია თავზე დააჯდე იმიტომ, რომ ის დაგინდობს და ხელს არ შემოგიბრუნებს და მტერს კიდევ ხელები უნდა უკოცნო იმიტომ, რომ ის არ დაგინდობს.
ვიღაცები გუშინ რომ ლაპარაკობდნენ, ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ გადადგმული ნაბიჯია ეს ზარიო, მე ვფიქრობ, რომ პირიქით, აუარესებს ეს ურთიერთობებს იმიტომ, რომ შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ დაინახავს, ვისთან აქვს საქმე, შესაბამისად, უნდა ველოდოთ "MEGOBARI ACT"-ისა და მძიმე შედეგების დაძვრას. კობახიძე იტყვის, რუბიო ტელეფონზე დამემუქრაო და მეორე ფრონტის გახსნა მომთხოვა ირანთანო, სხვა არგუმენტი არ აქვს. ნებისმიერ დალაგებას სჭირდება ფასის გადახდა და შენ როდესაც ფასის გადახდა არ გინდა, რანაირად დალაგდები?" - აღნიშნა ხუხაშვილმა.