
ზურა შევარდნაძის ირგვლივ აგორებული დიდი სკანდალის შემდეგ, "გარდენია შევარდნაძის" თანამშრომელი ზურა ჩალათაშვილი სოციალურ ქსელში საგანგებო მიმართვას აქვეყნებს:
"17 წელია გარდენიაში ვმუშაობ, ფაქტობრივად აქ გავიზარდე. ზურაბ შევარდნაძემ საპატრიარქოს სასწავლებლიდან წამომიყვანა (იქ ზურა განსაკუთრებულად უყვართ), გვერდით დამიყენა, მასწავლა, მიმითითა, ამიხსნა და არასდროს დაზარებია პირადი მაგალითის, გამოცდილების უშურველად გაზიარება. ამ სწავლაში იყო, რა თქმა უნდა, შენიშვნა და კრიტიკა, იყო შექება და დიდი მადლობა - ასე იოლადაც არ გაუვლია ამ ყველაფერს, მაგრამ არც ერთხელ შეურაცხყოფა!!! ვიმეორებ, არც ერთხელ!!!
რასაც ეს ბოლო დღეებია ვხედავ, იმაზე მეტია, ვიდრე ამ აჟიოტაჟის მიზეზი! ამ დეტალებზე მე ვერ ვისაუბრებ, თუმცა ესეც გაივლის, მომავალში რაც იქნება ისიც! ისევ დაზამთრდება და ისევ მოვა გაზაფხული! მოდით, პირველი მან ისროლოს ქვა, ვინც უცოდველია!!! ზურა შევარდნაძე მემაყება რომ ჩემი მასწავლებელი გქვიათ! გაგიმარჯოთ," - წერს ზურა ჩალათაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე