
ქართულ შოუბიზნესში ახალი წყვილი გამოჩნდა. პოპულარული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირი, მსახიობი ბუბა ჭოღოშვილი და ცნობილი რეჟისორის, ლევან წულაძის ქალიშვილი, მოცეკვავე თინათინ წულაძე ერთად არიან.
ინფორმაცია ამის შესახებ სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც თინამ ბუბასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ ამ დიდ სიყვარულამდე ორივეს თავთავისი პირადი ცხოვრება ჰქონდა, რომელიც სწრაფად დასრულდა.
ჯერ კიდევ 2023 წელს, ბუბა ჭოღოშვილი მსახიობ ნანკა გვარიშვილთან ერთად ცხოვრობდა. წყვილმა ერთმანეთი თეატრში გაიცნო და მათ საერთო ოცნება – ქალაქგარეთ ცხოვრება – სოფელ დიდგორში აიხდინეს. ისინი ნანკას დიდი ბაბუის ნასახლარზე დასახლდნენ, რომელიც საკუთარი ხელით გააცოცხლეს.
ბუბა და ნანკა 8 ძაღლთან და 2 კატასთან ერთად ნამდვილ იდილიაში ცხოვრობდნენ.
„ჩვენი ბუდე მოვიწყეთ... სიყვარულმა ყველაფერი შეგვაძლებინა“, - ამბობდა მაშინ ბუბა. თუმცა, როგორც ჩანს, მათი გზები მალე გაიყო.
რაც შეეხება თინათინ წულაძეს, ის ცოტა ხნის წინ დაოჯახებული იყო გიორგი კოტეტიშვილზე. 2021 წელს წყვილს ვაჟი, ანდრო შეეძინა. თინათინი ჰყვებოდა, როგორ ზრუნავდნენ მასზე მეუღლე და მშობლები – მანანა კოზაკოვა და ლევან წულაძე.
თინა იხსენებდა, რომ მეუღლე მშობიარობასაც დაესწრო და ეს მათთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. „ყველა კაცმა უნდა ნახოს და შეიგრძნოს, როგორი ბრძოლაა სიცოცხლისთვის“, - აღნიშნავდა მოცეკვავე. მიუხედავად იმისა, რომ თინას და გიორგის თითქოსდა მყარი ოჯახი ჰქონდათ, მათი ურთიერთობაც მალე დასრულდა.
ახლა კი ბუბა და თინა უკვე აღარ მალავენ თავიანთ გრძნობებს. საერთო ფოტოებიდან ჩანს, რომ წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე