რეზონანსი
04.04.2026

ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში ახა­ლი წყვი­ლი გა­მოჩ­ნდა. პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის, „ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი, მსა­ხი­ო­ბი ბუბა ჭო­ღოშ­ვი­ლი და ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის, ლე­ვან წუ­ლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, მო­ცეკ­ვა­ვე თი­ნა­თინ წუ­ლა­ძე ერ­თად არი­ან.

ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი, მას შემ­დეგ, რაც თი­ნამ ბუ­ბას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ დიდ სიყ­ვა­რუ­ლამ­დე ორი­ვეს თავთავისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და, რომელიც სწრაფად დასრულდა.

ჯერ კი­დევ 2023 წელს, ბუბა ჭო­ღოშ­ვი­ლი მსახიობ ნან­კა გვა­რიშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. წყვილ­მა ერ­თმა­ნე­თი თე­ატ­რში გა­იც­ნო და მათ სა­ერ­თო ოც­ნე­ბა – ქა­ლაქ­გა­რეთ ცხოვ­რე­ბა – სო­ფელ დიდ­გორ­ში აიხ­დი­ნეს. ისი­ნი ნან­კას დიდი ბა­ბუ­ის ნა­სახ­ლარ­ზე და­სახ­ლდნენ, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ა­ცო­ცხლეს.

ბუბა და ნან­კა 8 ძაღ­ლთან და 2 კა­ტას­თან ერ­თად ნამ­დვილ იდი­ლი­ა­ში ცხოვ­რობ­დნენ. 

„ჩვე­ნი ბუდე მო­ვი­წყეთ... სიყ­ვა­რულ­მა ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ვაძ­ლე­ბი­ნა“, - ამ­ბობ­და მა­შინ ბუბა. თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, მათი გზე­ბი მალე გა­ი­ყო.

რაც შე­ე­ხე­ბა თი­ნა­თინ წუ­ლა­ძეს, ის ცოტა ხნის წინ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო გი­ორ­გი კო­ტე­ტიშ­ვილ­ზე. 2021 წელს წყვილს ვაჟი, ან­დრო შე­ე­ძი­ნა. თი­ნა­თი­ნი ჰყვე­ბო­და, რო­გორ ზრუ­ნავ­დნენ მას­ზე მე­უღ­ლე და მშობ­ლე­ბი – მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვა და ლე­ვან წუ­ლა­ძე.

თინა იხ­სე­ნებ­და, რომ მე­უღ­ლე მშო­ბი­ა­რო­ბა­საც და­ეს­წრო და ეს მათ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მო­მენ­ტი იყო. „ყვე­ლა კაც­მა უნდა ნა­ხოს და შე­იგ­რძნოს, რო­გო­რი ბრძო­ლაა სი­ცო­ცხლის­თვის“, - აღ­ნიშ­ნავ­და მო­ცეკ­ვა­ვე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თი­ნას და გი­ორ­გის თითქოსდა მყა­რი ოჯა­ხი ჰქონ­დათ, მათი ურ­თი­ერ­თო­ბაც მალე დას­რულ­და.

ახლა კი ბუბა და თინა უკვე აღარ მა­ლა­ვენ თა­ვი­ანთ გრძნო­ბებს. სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანს, რომ წყვი­ლი თავს ბედ­ნი­ე­რად გრძნობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×