რეზონანსი
04.04.2026

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის ნაცვლად „სააღდგომო ესკალაცია“ აირჩია, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რომის პაპ, ლეო XIV-თან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

ზელენსკის თქმით, მოსკოვმა, დარტყმების შეჩერების ნაცვლად, უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, სააღდგომო ზავის შეთავაზება კვლავ განიხილება, თუ მოსკოვი ამას დათანხმდება.

„დღეს ვესაუბრე რომის პაპ, ლეო XIV-ს. საუბრის დროს რუსებმა კვლავ შეუტიეს უკრაინას - ასეულობით „შაჰედი“ და ათეულობით რაკეტა ჩვენი ქალაქებისა და თემების წინააღმდეგ. ფაქტობრივად, ღამიდან მოყოლებული თავდასხმა ხორციელდება ტალღებით და სულ მცირე ხუთი რეგიონი თავდასხმის სამიზნეა. ჩვენს ხალხს ერთი საათიც არ დაუსვენია. ეს არის რუსეთის პასუხი ჩვენს შეთავაზებაზე სააღდგომო ზავის შესახებ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×