
სწორედ საპატრიარქო იყო, სწორედ პატრიარქი იყო ადამიანი, რომელიც თავისი ხელით მოასვენებდა ომში დაღუპულ ჩვენს გმირებს, როდესაც სააკაშვილს აქ ტაშ-ფანდური ჰქონდა გამართული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პატიმარ სააკაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების კომენტირებისას.
მისივე თქმით, სწორედ სააკაშვილი იყო, რომელიც „მაღალი ტრიბუნიდან აცხადებდა, რომ ჰქონოდა ისეთი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც მან არაერთხელ გამოხატა პუტინთან შეხვედრის დროს“.
„მიხეილ სააკაშვილი თვითონ არაერთხელ აცხადებდა, რომ რამდენიმე ათეული შეხვედრა ჰქონდა პუტინთან სხვადასხვა თემასთან მიმართებაში. აცხადებდა, რომ საქართველო ნატოზე უარს იტყვის და ნატოში წევრობისკენ მისწრაფებას არ უნდა გადააყოლოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. ეს მისი სიტყვებია. მათ შორის, მაღალი ტრიბუნიდან აცხადებდა, რომ ჰქონოდა ისეთი ურთიერთობა რუსეთთან, რომელიც მან არაერთხელ გამოხატა პუტინთან შეხვედრის დროს, რასაც შედეგი მოჰყვა ის, რომ ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილია ოკუპირებული იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც მან ჩაიდინა, როდესაც შეწყვიტა საერთაშორისო მხარდაჭერილი მოლაპარაკებები. ყველაფერი ჩამოანგრია და თუკი პატრიარქი რაიმე სიტყვას ამბობს, სადმე რაღაც დონეზე, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო არ დაინგრეს, მათ შორის რუსული აგრესიის ქვეშ.
სწორედ საპატრიარქო იყო, სწორედ პატრიარქი იყო ადამიანი, რომელიც თავისი ხელით მოასვენებდა ომში დაღუპულ ჩვენს გმირებს, როდესაც სააკაშვილს აქ ტაშ-ფანდური ჰქონდა გამართული“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ისევ შეტევის ეპიცენტრია - კამპანიას რუსთავის ციხიდან პატიმარი სააკაშვილი შეუერთდა, რომელმაც მორიგ პოსტში გარდაცვლილი პატრიარქი მოიხსენია.