რეზონანსი
04.04.2026

ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხა პოლიტიკური კუდებით. სადაც ამ რადიკალებმა ფეხი დადგეს, ყველგან ვხედავთ ისტერიკას, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.

იგი გამოეხმაურა რადიკალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, თითქოს ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში ძაღლებს კლავენ.

„ეს არის ჭიქაში ქარიშხლის ატეხა პოლიტიკური კუდებით. სადაც ამ რადიკალებმა ფეხი დადგეს ყველგან ჩვენ ვხედავთ ამ ისტერიკას, ჩვეულებრივ ტყუილებს, მეტს არაფერს - არა ამა თუ იმ ჯგუფისა თუ ცხოველების ინტერესებზე ზრუნვას, არამედ ერთადერთ მიზეზს, რომ მაქსიმალური ისტერიკა იყოს.

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, კონკრეტულად ეს ძალა რას აკეთებდა თავისი ხელისუფლების დროს, როგორ „ზრუნავდა“ ცხოველებსა თუ სხვა პირებზე, ყველაფერი ნათელია. მათ ნამდვილად თუ რაიმე აღელვებთ, არის არა რაიმე, კონკრეტული ჯგუფისა თუ ცხოველების ინტერესები, მათზე ზრუნვა, არამედ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების ხელში ჩაგდება ნებისმიერ ფასად“, - განაცხადა მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×