
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს განაგრძობს. კონფერენცია დღეს შეკვეთილში ჩატარდა, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დასაქმებისა და განათლების საკითხები განიხილეს, ადგილზე დაიგეგმა ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული პროექტებიც.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი გაბუნიამ ახალგაზრდებთან კომუნიკაციის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„როდესაც გვაქვს ურთიერთობა ახალგაზრდებთან, გვაქვს შეხება ჩვენი ქვეყნის მომავალთან, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ ადამიანებს მოვუსმინოთ, მოვისმინოთ მათ მიერ დაყენებული საკითხები, ის აქტუალური თემები, რაც მათთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. იყო ძალიან საქმიანი, ღია დისკუსია, გულწრფელი საუბარი და ვფიქრობ, რომ მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც მათ დააყენეს, ვიმსჯელებთ და წინ წავიწევთ“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
შეხვედრები მომდევნო ორი-სამი თვის განმავლობაში, ქვეყნის 10 რეგიონში გაიმართება, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.