რეზონანსი
04.04.2026

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ იზრდება. პარასკევს, 3 აპრილს, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 676 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 24 დოლარით მატებაზე მიანიშნებს.

ამასთან, Gold Price-ის მონაცემები აჩვენებს, რომ ერთი დღის ჭრილში ძვირფასი ლითონი 0.51%-ით გაძვირდა, წლიურად კი ფასის 53%-იანი მატება ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დღისა და წლის ჭრილში ფასების ზრდისა, ოქროს გლობალურ ფასზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში 8%-იანი კლება ფიქსირდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის მარტში, ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი წინა თვესთან შედარებით, 0.84%-ით გაძვირდა. „საქსტატის“ მონაცემებითვე, მიმდინარე წლის მარტში წლიურად ოქროს ბეჭედი 74%-ით არის გაძვირებული.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს ამჟამად არსებულ ფასებს, 4 აპრილის მდგომარეობით, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 414 ლარის ფარგლებში მერყეობს, გრამ ვერცხლს კი დაახლოებით 6.8 ლარად იყიდით. აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ფასები უცვლელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×