
ირანმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას ანალოგიური რიტორიკით უპასუხა. ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსნებმა განაცხადეს, რომ თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში, „ჯოჯოხეთში“ თავად აშშ აღმოჩნდება.
კერძოდ, გენერალმა თეირანის „ხათამ ალ-ანბიას“ გენერალური შტაბის მეთაური ალი აბდოლაჰი ალიაბადიმ განაცხადა: „თუ ირანის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები გაგრძელდება, ჯოჯოხეთის კარიბჭე პირადად თქვენთვის გაიღება“.
თეირანის გენერალური შტაბის წარმომადგენელმა ებრაჰიმ ზოლფაგარიმ კი კონფლიქტის რეგიონული მასშტაბით გავრცელების საფრთხეს გაუსვა ხაზი.
„არ დაგავიწყდეთ: თუ საომარი მოქმედებები გაფართოვდება, მთელი რეგიონი თქვენთვის ჯოჯოხეთად იქცევა. ილუზია, თითქოს ირანის ისლამურ რესპუბლიკას დაამარცხებთ, იქცა ჭაობად, რომელიც თავადვე ჩაგითრევთ“, - აღნიშნა მან.
ირანის მხრიდან ეს განცხადებები ტრამპის მიერ თეირანისთვის მიცემული ულტიმატუმის შესახებ შეხსენებას მოჰყვა. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მის მიერ მიცემული 10-დღიანი ვადის ამოწურვამდე 48 საათი დარჩა და თუ ამ ვადის ამოწურვამდე თეირანი შეთანხმებას არ დათანხმდება, ირანს „ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატყდება თავს“.