რეზონანსი
05.04.2026

ამერიკაში მცხოვრებმა მხატვარმა ეთერ ჭკადუამ თავის პირად ცხოვრებაზე, საჯაროდ, პირველად ისაუბრა. მან ალექსი მეგრელიშვილს, იუთუბ-გადაცემისთვის, ზედმეტად თამამი ინტერვიუ მისცა. მან თავისი ცხოვრების სტილზე თამამად ისაუბრა:

"ამერიკელი პირველად ვნახე. ძველი პალტო ეცვა, ძველი ჩანთა ეჭირა. ამან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მივხვდი, რომ აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს რა აცვია, მთავარია, როგორი განათლებულია. ქართულად საუბრობდა, დაიწყო სვანურის და მეგრულის სწავლა. პოლიგლოტია. 

სანამ ამერიკაში დაბრუნდებოდა, დაგვეტყო, რომ შეყვარებულები ვიყავით ერთმანეთზე. მამამაც შეგვატყო, რომ სხვა ენერგია იყო ჩვენს შორის. ქევინმა მამას უთხრა, თქვენი შვილი - ეთერი მიყვარსო. მერე წავიდა და მე ორი წელი ველოდი. 1988 წელს ჩამოვიდა. მე აკადემია დავამთავრე, ხელი მოვაწერეთ და ვიქორწინეთ. 

ქევინი ძალიან პოპულარული იყო საქართველოში. იმ დროს ერთადერთი ამერიკელი იყო, რომელიც ჩამოვიდა და თან ქართულად ლაპარაკობდა. გაზეთ "კომუნისტში" ჩვენი ხელმოწერის ფოტო გამოქვეყნდა, წარწერით - "ამერიკელმა ქართველი ქალი მოგვტაცა".

1988 წელს, 23 წლის ასაკში, მოვხვდი ამერიკაში. იქ ვნახე პირველად შვილი რომ მშობელზე ცუდი კონტექსტით საუბრობდა. მაშინ დავფიქრდი, რომ მერჩივნა შვილი არ გამეჩინა, რადგან ცუდი დედა ვიქნებოდი. ხმას არ გამცემდა შვილი, რადგან სათანადოდ ვერ მივხედავდი. არ ვნანობ. იმდენად მჭირდება თავისუფლება, რომ ვერ მოვახერხებდი...

ჩემმა ქმარმა დაიცვა დისერტაცია და ჩიკაგოდან საცხოვრებლად ტოკიოში გადავედით. იქ მალე მომწყინდა, ინგლისურად არ საუბრობდნენ და მე დავბრუნდი ამერიკაში. გალერისტი გავიცანი, რომელსაც ჩემი გამოფენის გაკეთება უნდოდა. ჩიკაგოში მოეწყო ჩემი გამოფენა, მერე სანტა-ბარბარაში მიმიწვიეს. ცხოვრება ისე წავიდა, რომ ქმარს ვეღარ დავუბრუნდი.

ერთხელ ჩემს ქმარს გამოვუცხადე, ქევინ, მე მინდა ბოზი ვიყო-მეთქი, სხვანაირად ვერ ავხსენი. მისმა პასუხმა გამაოცა - შენ ხარ ხელოვანი, შენ გჭირდება თავისუფალებაო. მეგონა, ცუდს ვაკეთებდი, გავბედე და ქმარს ეს ვუთხარი და მან ამიხსნა, რომ მე არტისტს თავისუფლება მჭირდებოდა. ეს სიტყვები არასდროს მავიწყდება. რამხელა მნიშვნელობა აქვს პირველ ურთიერთობას. მამა, მიუხედავად იმისა, რომ სვანეთის ყველაზე მაღალი სოფლიდან იყო, ჩემს თავისუფლებაზე არასდროს მეწინააღმდეგებოდა.

ახალგაზრდა ვიყავი, დავდიოდი ბარებში, ბევრი ბიჭი გავიცანი, რატომღაც ერთ ადამიანთან ვერ გავჩერდი. ჩემთვის სექსი გახდა ძალიან ნორმალური. სხვადასხვა შტატებში მომიწია გადასვლა და ამან ჩემს ნახატებზე იმოქმედა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ნამუშევრებში ჩანს.

ნიუ-იორკში რომ გადმოვედი, შემთხვევით ბარში გავიცანი შეინი. ძირითადად, შავკანიანების ღამის კლუბებში დავდიოდი, იქ ყველაზე მაგარი მუსიკაა. ღამის ორი საათია, ვცეკვავთ და საიდან ხარო? მკითხა. საქართველოდან-მეთქი და რას მეტყვი გამსახურდიაზეო მკითხა და უკვე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

მოკლედ, ის გახდა ჩემი ბოიფრენდი. ეგრევე გამომიცხადა, რომ ჰეროინზე შემჯდარი ნარკომანია. არ მითხრა, ან მე, ან ჰეროინიო. ჩემთვის პირველ რიგში მაინც ჰეროინი იქნებაო. ვიფიქრე, თავს დავანებებინებ-მეთქი. რომ მივხვდი, რომ არ აპირებდა დრაგებზე თავის დანებებას, მე დეპრესიაში ჩავვარდი. დილით რომ ვიღვიძებდი, 

ტირილი მინდოდა. ორჯერ ჩემს აბაზანაში ზედოზირება მოუვიდა, გაითიშა... 

ჩემი ცნობილი ნახატი - ზებრაზე უკუღმა მჯდომი ქალი, მოღალატე ცოლი - ჩემი ავტოპორტეტია, მე ვიყავი მოღალატე ცოლი. ჩემი ყოფილი ქმარი დღემდე მიყვარს და ამას ვერავინ შეცვლის. უნიკალური ადამიანია.

რჩევას ვერავის მივცემ. მე გადავრჩი და ჩემმა ქმარმა ასეთი რამ მითხრა. ყველამ თავისი პირადი ურთიერთობა, თვითონ უნდა გადაწყვიტოს. არავითარ შემთხვევაში მე არ უნდა მომბაძონ იმიტომ, რომ არ ვიცი, რა შეიძლება მოჰყვეს მაგას", - განაცხადა ჭკადუამ.

zmna,ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×