რეზონანსი
05.04.2026

ირანი სწრაფად თუ არ დათანხმდება შეთანხმებას, ვფიქრობ, ყველაფრის განადგურებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ირანი სწრაფად არ დათანხმდება შეთანხმებას, ვფიქრობ, ყველაფრის განადგურებას და ნავთობის ხელში ჩაგდებას. ნახავთ, როგორ ჩამოინგრევა ხიდები და ელექტროსადგურები მთელ ქვეყანაში. ირანის სახელით მომლაპარაკებელ ადამიანებს დროებით ამნისტია მიეცათ, რათა მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ვფიქრობ, ხვალვე შევძლებ შეთანხმების მიღწევას. დიდი შანსია, რომ ხვალ შეთანხმება იქნება. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს”,- განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანში გამართული აქციების დროს 45 000 ადამიანი დაიღუპა და აღნიშნა, რომ მან მომიტინგეებს იარაღი გაუგზავნა.

„ჩვენ ბევრი იარაღი გავუგზავნეთ ირანელ მომიტინგეებს. იარაღი ქურთების მეშვეობით გავუგზავნეთ, და ვფიქრობ, ქურთებმა ის იარაღი დაიტოვეს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×