რეზონანსი
06.04.2026

მე სახელმწიფოს შევუკვეთე სამართალი. სახელმწიფომ მომისმინა, დადგა სწორ რელსებზე და ამ ეტაპზე სამართალს მივაღწიეთ, - აცხადებს მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.

მისი თქმით, ძალიან ბევრი დამნაშავეა ამ საქმეში და ყველა საბრალდებო სკამზე დაჯდება.

„რა თქმა უნდა სუბიექტური ვარ, მაგრამ მოსამართლე ალბათ იმას აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას, რომ ეს არასრულწლოვანები საშიშები არიან საზოგადოებისთვის და მაქსიმალურად უნდა გაარიდონ საზოგადოებას. მე სახელმწიფოს შევუკვეთე სამართალი. სახელმწიფომ მომისმინა, დადგა სწორ რელსებზე და ამ ეტაპზე სამართალს მივაღწიეთ. ამ ეტაპზე-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ეს [პროცესი] გაგრძელებადია. ძალიან ბევრი დამნაშავეა ამ საქმეში და ყველა საბრალდებო სკამზე დაჯდება. არ მოვისვენებ მანამ, სანამ აბსოლუტურად ყველა საბრალდებო სკამზე არ დაჯდება“, - აღნიშნა კუპატაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფური ძალადობების ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე, ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×