რეზონანსი
06.04.2026

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი“ წერს, სხდო­მა­ზე, სა­დაც ჩვე­ნე­ბას ზუ­რაბ ნო­ღა­ი­დე­ლი ამ წუ­თებ­შიც აძ­ლევს, სი­ტუ­ა­ცია მას შემ­დეგ და­ი­ძა­ბა, რაც სა­ა­კაშ­ვილ­მა მოწ­მეს კი­თხვე­ბით მი­მარ­თა და მო­ღა­ლა­ტე უწო­და. სი­ტუ­ა­ცია ისე და­ი­ძა­ბა, ბრალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სა და ნო­ღა­ი­დე­ლის გაშ­ვე­ლე­ბა მან­და­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და მხა­რე­ებს მო­უ­წი­ათ.

თავ­და­პირ­ვე­ლად პრო­ცე­სი და სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან კი­თხვე­ბის დას­მა მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

“მინ­და მოგ­მარ­თოთ პრო­კუ­რა­ტუ­რას და სა­სა­მარ­თლოს, რო­მელ­საც არ ვცნობ, მაგ­რამ ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მი­სა­მარ­თად ვი­ყე­ნებ. დღეს რა მო­ის­მი­ნეთ, ისე­თი ამ ჩვე­ნე­ბა­ში, რის გა­მოც ამის უკან უნდა ვიჯ­დე? დღე­სა­ვით ნა­თე­ლია, რომ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ფარ­ცხა­ლა­ძის მიერ და­წე­რი­ლი და შე­თი­თხნი­ლი ბრა­ლია.

ზურა ამ­ბობს, რომ ჩემი კომ­პე­ტენ­ცია იყო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა, ამას ვა­დას­ტუ­რებ. არ ვა­დას­ტუ­რებ, რომ ჯარი ქუ­ჩა­ში იყო წეს­რი­გის და­სამ­ყა­რებ­ლად გა­მოყ­ვა­ნი­ლი, ეს არის სიც­რუე. ჯარი იყო, რად­გან მტრის­თვის დაგ­ვე­ნა­ხე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ცო­ცხა­ლია და თა­ვის თა­ვის დაც­ვა შე­უძ­ლია.

ზურა, მინ­და გკი­თხო, პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­ზე როცა სა­უბ­რობ, იცო­დი, თუ არა რომ ის მჭიდ­როდ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რუ­სეთ­თან?“ - მი­მარ­თა მას სა­ა­კაშ­ვილ­მა, რა­ზეც ნო­ღა­ი­დელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის რუ­სე­თი­დან დევ­ნი­ლი იყო.

“როცა უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში იყო, ის რუ­სე­თი­დან დევ­ნი­ლი იყო, ეს ხომ შენც კარ­გად იცი?",- მი­მარ­თა ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ­მა ყო­ფილ პრე­ზი­დენტს.

“არა, მო­ი­ცა, პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ფული ხომ იყო რუ­სუ­ლი წარ­მო­შო­ბის, მისი დაც­ვის უფ­რო­სი ხომ იყო “ეფეს­ბეს“ აგენ­ტი?“ - ჰკი­თხა სა­ა­კაშ­ვილ­მა მას.

“შე­იძ­ლე­ბა. თუ “ეფეს­ბეს“ აგენ­ტი იყო, რა­ტომ იყო თბი­ლის­ში?“ - უპა­სუ­ხა მან სა­ა­კაშ­ვილს. ნო­ღა­ი­დელ­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა: “პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი რომ რუ­სეთ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ყვე­ლამ ვი­ცო­დით“, რის შემ­დე­გაც, მას სა­ა­კაშ­ვილ­მა ჰკი­თხა, “ტვ იმე­დი“ შე­იქ­მნა თუ არა რუ­სუ­ლი ფუ­ლით, რა­ზეც მოწ­მემ გა­ნა­ცხა­და, რომ “შე­იძ­ლე­ბა კი“.

ასე­ვე, ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მას კვლავ ჰკი­თხა 2007 წლის 4 ნო­ემ­ბრის თათ­ბირ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც მას ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ უთხრა. სა­ა­კაშ­ვი­ლი და­ინ­ტე­რეს­და, აღ­ნიშ­ნუ­ლის ჩა­ნა­წე­რი თუ გა­ა­კე­თა მაღ­ლა­ფე­რი­ძემ, რა­ზეც ნო­ღა­ი­დელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ამას სა­სა­მარ­თლო გა­არ­კვევ­და.

“ვისი ნა­ქი­რა­ვე­ბი იყო ბინა, სა­დაც ზუ­რაბ ჟვა­ნია გარ­და­იც­ვა­ლა?“ - ჰკი­თხა მას კვლავ სა­ა­კაშ­ვილ­მა, რა­ზეც ნო­ღა­ი­დელ­მა უთხრა, რომ არ იცო­და.

“პუ­ტინ­თან იყა­ვი თუ არა რუ­სეთ­თან შეხ­ვედ­რა­ზე?“ - ჰკი­თხა ნო­ღა­ი­დელს სა­ა­კაშ­ვილ­მა, რა­საც მან და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი გას­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ იყო, “რათა რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მო­ე­წეს­რი­გე­ბი­ნა“.

“მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და, ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ანექ­სია მო­ახ­დი­ნა, უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი და­ხო­ცა? ამის შემ­დეგ შენ თვი­თონ გა­და­წყვი­ტე მტერ­თან ჩას­ვლა და თა­ვის დახ­რა? აბა, პუ­ტინს “ეკა­ჩა­ვე“, “ებ­ლა­ტა­ვე“, თუ მო­უ­წო­დე სა­ქარ­თვე­ლო არ და­ე­პყრო?“ - მი­მარ­თა სა­ა­კაშ­ვილ­მა ნო­ღა­ი­დელს, რა­ზეც მან კვლავ კი­თხვით უპა­სუ­ხა.

“შენ ხომ “ეკა­ჩა­ვე“ და “ებ­ლა­ტა­ვე?“ - მი­მარ­თა ნო­ღა­ი­დელ­მა სა­ა­კაშ­ვილს, რა­საც ხმა­უ­რი და და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

“შე­ხე­დეთ ამ მო­ღა­ლა­ტეს, პუ­ტინ­თან ჩა­ვი­და. აბ­სო­ლუ­ტუ­რი ნა­ძი­რა­ლა. და­ას­მი­ნა სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთ­თან და ასეთ­მა ხალ­მა გა­ყი­და სა­ქარ­თვე­ლო და მიგ­ვიყ­ვა­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე, ის, ვინც არ იცის თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა, ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბა, პა­ტი­ოს­ნე­ბა.

ამ მო­ღა­ლა­ტეს­თან მეტი სა­ლა­პა­რა­კო არ მაქვს და ვტო­ვებ სა­სა­მარ­თლოს. ეს არის რუ­სე­თის, პუ­ტი­ნის მიერ მო­წყო­ბი­ლი ვი­თომ სა­სა­მარ­თლო ჩემს გა­სა­მარ­თლებ­ლად, ერთი რუსი მოწ­მე აგერ დგას და მე­ო­რე რუ­სის და­წე­რი­ლი ბრა­ლით მა­სა­მარ­თლე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვილ­მა სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი და­ტო­ვა, მო­სა­მარ­თლე­თა კო­ლე­გი­ამ კი დარ­ბაზ­ში მყო­ფე­ბი და ბრალ­დე­ბუ­ლი გა­აფრ­თხი­ლა, თუკი წეს­რიგს არ და­ი­ცავ­დნენ, სხდო­მას და­ხუ­რავ­დნენ.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, მო­მი­ტინ­გე­თა მა­სობ­რი­ვად დარ­ბე­ვას, ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედ­ში“ შეჭ­რა­სა და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას ედა­ვე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით აქვს წარ­დგე­ნი­ლი, რაც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ფი­ზი­კუ­რი, ან იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის უფ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, ან სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრა­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 5-დან 8 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ში სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი და გიგი უგუ­ლა­ვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×