
ერთ კონკრეტულ დეპუტატსა და ერთ კონკრეტულ ბიზნეს ჯგუფს შორის გაურკვეველი ვულგარული გადაბმა და გადახლართვა ერთმანეთზე, ყველაზე ნათლად აჩვენებს, როგორ მუშაობს საშინელი, მომპალი დემოკრატიული ოლიგარქიული მანქანა, - ასე ეხმაურება „ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევას.
ყოფილი მაჟორიტარი კორპუსებს აშენებს, მისმა ბიზნესპარტნიორებმა კი “ოცნებას“ 625 ათასი ლარი შესწირეს
მისი თქმით, ეს არის ტრადიციული სქემა, რომელიც “ოცნებამ“ ააწყო და ასე მოიპოვებენ “ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირები ტენდერებს, ლიცენზიებს და ნებართვებს.
ერთ კონკრეტულ დეპუტატსა და ერთ კონკრეტულ ბიზნეს ჯგუფს შორის გაურკვეველი ვულგარული გადაბმა და გადახლართვა ერთმანეთზე, ყველაზე ნათლად აჩვენებს, როგორ მუშაობს საშინელი, მომპალი დემოკრატიული ოლიგარქიული მანქანა, რაც ივანიშვილმა ამ ქვეყანაში შექმნა. ესეთი მანქანა, სადაც არის შემომწირველები, ტენდერები, პარალელური ბიზნესები, ყველაფერი ერთმანეთშია აზელილი და სინამდვილეში სარგებლობს ძალიან პატარა ნაწილი ამ საზოგადოების. მოიპოვებენ მატივად ტენდერებს, ნებართვებს, ლიცენზიებს და სისტემა ასე მუშობს, - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
“საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველო“ “ქართული ოცნების“ მსხვილ შემომწირველებზე მასალას აქვეყნებს და წერს, რომ ბიზნესმენები, რომლებმაც “ქართულ ოცნებას“ 625,000 ლარი შეწირეს, ყოფილი მაჟორიტარის ბიზნესპარტნიორები არიან.
ყოფილი მაჟორიტარი კორპუსებს აშენებს, მისმა ბიზნესპარტნიორებმა კი “ოცნებას“ 625 ათასი ლარი შესწირეს
TI - ის კვლევით დგინდება, რომ სამშენებლო კომპანიების მფლობელებმა, ლევან მჟავანაძემ და ბესიკ (ბესარიონ) ბაჯელიძემ ერთობლივი სამშენებლო ბიზნესი სწორედ იმ პერიოდში დაიწყო, როცა შარაშიძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა უმაღლეს საბჭოში.