მარიამ ვეკუა
06.04.2026

„ქართული ოცნება" გრანტების შესახებ კანონში მორიგ ცვლილებას აინიცირებს და განმარტავს, რა დაფინანსება აღარ ჩაითვლება გრანტად. ცვლილება დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სახსრებს ეხება, თუმცა, ინიციატივა უკვე აჩენს კითხვებს - ეს არის ტექნიკური დაზუსტება თუ პოლიტიკურად მოტივირებული ნაბიჯი.

„ქართული ოცნება" „გრანტების შესახებ" კანონს კიდევ ერთხელ ცვლის. უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით პარლამენტს წარედგინა პროექტი, რომლის მიხედვით, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

"მიზანშეწონილია, რომ გრანტის გამცემი სუბიექტი დაზუსტდეს და გრანტად არ იქნეს მიჩნეული საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას.

კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, შესაბამისი დაზუსტება მიზანშეწონილია", - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებითა და პარლამენტის მიერ მიღებული კანონებით, უცხოური გრანტის მიღების წესები გამკაცრებულია.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ პირველადი კანონი უფრო იცავს სახელმწიფოს ინტერესებს, ვიდრე ახალი ინიციატივა.

„მე ვფიქრობს, რომ ძველი კანონი უნდა ყოფილიყო, უკეთესი, იქნებოდა დარჩენილიყო, როგორც იყო. ვინაიდან, ახლა შესაძლოა საშუალება მიეცეთ საკონსულოებიდან, საელჩოებიდან მიიღონ, (დაფინანსება) რა სხვაობა იქნება, ასე რომ, ჩემი აზრით, პირველადი კანონი სჯობსა, რადგანაც ქვეყანა უფრო იყო დაცული. რადგან ძველი კანონი, უფრო მყარად იცავს სახელწიფოს.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „აშკარად ჩანს, რომ რაღაც შეცდომებს ასწორებენ"

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ჩითვალოს ეს ნაბიჯი „ოცნების" მხრიდან კომპრომისად, გადაჭრით გვპასუხობს: „რაღაც კომპრომისი არის, ალბათ „ოცნების" მხრიდან, ყოველი შემთხვევითვის, ასე ვფიქრობ"- განაცხადა გვენეტაძემ.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილიც კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავს იკავებს, თუმცა ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს ნაბიჯი „ოცნების" მხრიდან კომპრომისულად ჩითავლოს.

„სიმართლე გითხრათ არ ვიცი, თუმცა, აშკარად ჩანს, რომ რაღაც შეცდომებს ასწორებენ, მაგრამ რა შეცდომებს, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით.

  • ედიშერ გვენეტაძე: „ახლა შესაძლოა საშუალება მიეცეთ საკონსულოებიდან, საელჩოებიდან მიიღონ დაფინანსება"

კითხვაზე, შეიძლება თუ არა მსგავსი ნაბიჯი „ოცნების" მხრიდან კომპრომისულად ჩაითვალოს და შესაძლოა თუ არა ეს ნაბიჯი ევროპელი ლიდერების მოწოდებებს ან რუბიოს ზარს უკავშირდებოდეს, გვპასუხობს: "როგორც გითხარით, არაფერია გამოროციხული, ეს უფრო ევროპას ეხება ალბათ, რუბიო, ვფიქრობ, უფრო სხვა მიზეზით დარეკავდა, ირანის კონტექსტში, ეს მომენტებია უფრო ვიდრე გრანტები.

ვფიქრობ, კომპრომისებზე წავიდნენ, თუმცა, ჯერჯერობით, რა კომპრომისებია და როგორ გამოიხატება სამართლებრივად ეს ჯერ არ ვიცი, მგონია, რომ უკან დაიხიეს."-განაცხადა ზაქარეიშვილმა

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×