"ეშინიათ ახალგაზრდებს შვილები იყოლიონ, რადგან ხარჯებს ვეღარ აუდიან"
ირმა ჩიტაია
06.04.2026

უახლოეს მომავალში შესაძლებელია ბავშვთა კვებაზე ზღვრული ფასი დადგინდეს. სახელმწიფოს ინიციატივას სპეციალისტები ერთხმად მიესალმებიან. დღეს ახალგაზრდა ოჯახებისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია.

საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა შოთა ბერეკაშვილმა სააფთიაქო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ შესაძლებელია რეფერენტული ფასები ბავშვთა კვებაზეც დადგინდეს. რადგანაც იგი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია, საინტერესოა მისი მიწოდების ჯაჭვში რამდენი კომპონენტი მონაწილეობს:

“მაინტერესებს, როდესაც ბავშვთა კვების პროდუქციას ეხება, პირდაპირ ახდენთ შესყიდვებს საზღვარგარეთიდან, მწარმოებლიდან, თუ არის შუა რგოლი, რომელიც იმპორტიორია და გაწვდით?

ჩემი მიზანია, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვი სწორად დავინახოთ და რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის. შესაძლებელია, რეფერენტული ფასები აქაც დადგინდეს. ამიტომ მინდა სწორად გავერკვიო, არსებობს იმპორტიორი, რომელიც თავის ფასნამატს ამატებს და ამის შემდეგ მოდის ქსელში და ქსელი ამატებს ფასნამატს თუ სხვა მექანიზნია? ამ მიმართულებით ჩვენ მოგვიწევს მუშაობა. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი”, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

დემოგრაფმა თამარ ჩიბურდანიძემ დაადასტურა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახში არ აქვთ პირობები ნორმალურად იკვებონ, ეს უარყოფითად აისახება არა მარტო დემოგრაფიაზე, არამედ მათ განვითარებაზე. 

,,ბავშვთა კვების ფასისა და ამავე დროს ხარისხის დარეგულირება, მომავალში ხელს შეუწყობს  უფრო ჯანმრთელი და ძლიერი თაობის ყოლას. რაც მთავარია, დედებსაც ექნებათ სურვილი მეტი შვილის გაჩენის. აქვე უნდა ითქვას, რომ დემოგრაფია და შობადობა კომპლექსური საკითხია და მხოლოდ ბავშვთა კვების საკითხზე არ არის  დამოკიდებული. დედას თუ უნდა შვილი ყავდეს, ის ყველა შემთხვევაში აჩენს, მაგრამ, როდესაც წამახალისებელი ფაქტორი ექნება, ეს დამატებითი სტიმული იქნება ამ რთული დემოგრაფიული მდგომარეობის ჟამს და შობადობასაც წაახალისებს. ამიტომაც, კვების პარალელურად საურადღეობა, მედიკამენტებისა და სხვა საშუალებების ხელმისაწვდომობაც. 

აუცილებელია, რომ ბავშვების საკვები იყოს ბუნებრივი, კარგი, მაღალი ხარისხის. სამწუხაროდ, ასეთი საკმაოდ ძვირი ღირს, რისი შეძენის საშუალებაც ჩვენს ქვეყანაში მაქსიმუმ 20%-საც კი არ ექნება. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან  ჯანსაღ კვებაზე ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ეს მიმართულებაც პოზიტიურად გადაიხედება. ბავშვთა ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია და შობადობის წახალისებაზეც, რაღაც დოზით იმოქმედებს", - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ ახალი ინიციატივა კარგი და მისასალმებელია, მაგრამ კვების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ხარისხი არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომაც კარგი იქნებოდა კონტრროლის გამკაცრებაც, რადგან, პირველ რიგში, ეს ყველაფერი მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე აისახება.

ჩვილ ბავშვთა კვება რომ ძვირია, ამაზე ყველა თანხმდება. 400 გრ საკვების ფასები 55-ლარამდე მერყეობს, ხშირ შემთხვევასი კი, უფრო ძვირიც არის. ამიტომაც ამგვარი ხარჯები ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ახალშექმნილი ოჯახების უდიდეს ნაწილს. 

ჩვილ ბავსვთა კვების ხელმისაწვდომობაზე და ხარისხის კონტროლზე საუბრობს სურსათის დარგის სპეციალისტი, პროფესორი ლია კვარაცხელიაც. იგი ადასტურებს, რომ პროდუქცია კატასტრუფულად ძვირი ღირს და თუ ოჯახს სათანადო შემოსავალი არ აქვს, მათთვის ურთულესია ამ ხარბთან გამკლავება. 

,,პირველი, რაც უნდა აღინიშნოს ისაა, რომ ბავშვთა კვებაზე არნახულად მაღალი ფასებია. საშუალო ხარისხის 400 გრ საკვები 50-55 ლარი ღირს. ვისაც არა აქვს სათანადო შემოსავალი, მისთვის ურთულესია ამ ხარჯებთან გამკლავება. ფასთან ერთად საყურადღებოა ხარისხის დადგენაც. საინტერესოა, ჩვენთან ვინ განსაზრვრავს ამ ხარისხს? თითოეული საკვების შესწავლა ახლავე უნდა დაიწყოს. აუცილებელია რომ სანამ პროდუქტი ბაზარზე შემოვა, ის დრულად შემოწმდეს. 

სახელმწიფოს მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა მისასალმებელია. ფასის დაბალანსება მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ხელისუფლება ამაში ერთვება, თუმცა არ უნდა გამორჩეთ, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლი. 

ცხადია, კარგია თუ ბავშვთა საკვებზე ფასი დაიწევს. იმდენად მაღალია პროდუქტების ღირებულება, რომ განახევრების შემთხვევაშიც, მაინც საკმაოდ ძვირი გამოდის. სახელმწიფომ მკვეთრად უნდა იმოქმედოს და დაადგინოს ის ზღვარი, რის ზემოთაც ასეთი საკვები არ უნდა გაიყიდოს. კონტროლიც მაღალ დონეზე უნდა იყოს", - აღნიშნა ლია კვარაცხელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.  

ბავშვმა დაბალანსებულად უნდა მიიღოს ცილა, ცხიმი, ნახშირწყლები და როდესაც ქვეყანაში 700 ათასი ადამიანი სოცილურად დაუცველია, წარმოუდგენელია, ყველა ოჯახმა შეძლოს პატარების სათანდოდ გამოკვება. 

"ვხედავთ, რომ შობადობა განახევრებულია. ეშინიათ ახალგაზრდებს, სასურველი რაოდენობის შვილები იყოლიონ. ცხადია, კვება ახალშობილისთვის ფუნდამენტურია. ბავშვმა მან უნდა მიიღოს ყველა საჭირო ნივთირება, რაც მისთვის აუცილებებლია. ამიტომაც, თუ ფასს დაწევენ,  მისასალმებელია. ყველა ოჯას უნდა შეეძლოს საჭირო პროდუქტის შეძენა და ბავშვის სრულფასოვანი გამოკვება", - დასძინა ლია კვარაცხელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×