რეზონანსი
06.04.2026

ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მთელი ქვეყნის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე შეიძლება ხვალ იყოს", - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანში ჩამოგდებული ავიაგამანადგურებლის ამერიკელი პილოტის გადარჩენის ოპერაციის შესახებ ისაუბრა.

„ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩვენ უკან არცერთ ამერიკელს არ ვტოვებთ. შეიძლება ერთის ან ორის ნაცვლად 100 ადამიანი დაგვეკარგა", - აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის ცნობით, ამერიკელი პილოტის გადარჩენის ოპერაციაში 155 თვითმფრინავი, 4 ბომბდამშენი, 64 ავიაგამანადგურებელი და 13 სამაშველო თვითმფრინავი მონაწილეობდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×