რეზონანსი
07.04.2026

მორიგ მანიპულაციად და მიზანმიმართულ დეზინფორმაციად აფასებს მმართველი გუნდი მათი ოპონენტებისა და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მიერ გავრცელებულ ნარატივს, თითქოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობამ დეკლარაციების შევსება შეწყვიტა. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ოპოზიცია ნებისმიერი საკითხით სპეკულირებს.

„ოპოზიცია ნებისმიერი საკითხით სპეკულირებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათაც იციან სხვა ქვეყნების პრაქტიკა. რა თქმა უნდა, ბატონი მამუკა მდინარაძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ავსებენ დეკლარაციას და ეს დეკლარაციები ჩვეულებრივად თავს იყრის აუდიტის სამსახურში, როგორც დანარჩენი მოხელეების. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ეს საჯარო არ იყოს და ნებისმიერ პირს არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ იცოდეს კონკრეტულად სად ცხოვრობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და მსგავსი დეტალები“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

არცერთ განვითარებულ სახელმწიფოში, მათ შორის, ამერიკაში, ისრაელსა თუ დიდ ბრიტანეთში, სადაც სპეცსამსახურების მუშაობის სტანდარტი მაღალია, არათუ ხელმძღვანელის, არამედ რიგითი თანამშრომლის დეკლარაციაც კი საჯაროდ არ ქვეყნდება, რადგან დოკუმენტები შეიცავს ისეთ სენსიტიურ ინფორმაციას, როგორიცაა საცხოვრებელი მისამართი და სხვა პირადი ინფორმაცია, რისი ღიად დატოვებაც დაუშვებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×