
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გასული წლის ოქტომბერში ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ მზად იყო დიდი ძალისხმევა გაეწია რუსეთის პრეზიდენტის დასახმარებლად, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარების საკითხზე ბუდაპეშტში სამიტის მასპინძლობით, - ინფორმაციას Bloomberg-ი სატელეფონო ჩანაწერზე დაყრდნობით ავრცელებს.
სატელეფონო საუბარში ორბანი პუტინს მეგობრად მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ მათი მჭიდრო კავშირები 2009 წელს სანქტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრიდან იღებს სათავეს.
„მაგრამ გუშინ ჩვენი მეგობრობა იმდენად მაღალ დონეზე ავიდა, რომ შემიძლია ყველანაირად დაგეხმაროთ - ჩვენს უნგრულ ილუსტრირებულ წიგნებში არის ისტორია, სადაც თაგვი ლომს ეხმარება. მზად ვარ დაუყოვნებლივ დაგეხმაროთ. ნებისმიერ საკითხში, სადაც შემიძლია დახმარება, თქვენს სამსახურში ვარ“, - ციტირებს სააგენტო ორბანს.
პასუხად ვლადიმერ პუტინი ვიქტორ ორბანს ეუბნება, რომ ის მათ ურთიერთობებს ძალიან აფასებს და რომ ბუდაპეშტი შესაძლოა გახდეს ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც მისაღები ადგილია დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის.
პუტინი ორბანს ასევე ეუბნებს, რომ ის დიდად აფასებს მის „დამოუკიდებელ და მოქნილ“ პოზიციას უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით.