რეზონანსი
07.04.2026

მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს.

მისი თქმით, შესაძლოა, „რევოლუციურად საოცარი რამ“ მოხდეს.

„თუმცა, ახლა, როდესაც სრული და ტოტალური რეჟიმის ცვლილება გვაქვს, სადაც განსხვავებული, უფრო ჭკვიანი და ნაკლებად რადიკალიზებული გონება ჭარბობს, შესაძლოა, რევოლუციურად საოცარი რამ მოხდეს, ვინ იცის? ამას ამაღამ გავიგებთ, ეს მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. გამოძალვის, კორუფციისა და სიკვდილის 47 წელი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს დიდი ირანელი ხალხი!“- წერს ტრამპი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×