რეზონანსი
07.04.2026

ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბაჩო ოდიშარია  ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს ეხმიანება, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს თავის ქონებრივი დეკლარაციის გასაჯაროებას სთხოვენ. 

როგორც ოდიშარია წერს, ისინი ისტერიკაში ვარდებიან, უცხო ქვეყნის დაფინანსება როგორ შეიძლება დავადეკლარიროთო და სუს-ის უფროსისგან ითხოვენ საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომერი გაასაჯაროოს. 

„ტიპები ისტერიკაში ვარდებიან, უცხო ქვეყნის დაფინანსება როგორ შეიძლება დავადეკლარიროთო, რუსული რეპრესიააო და სუსის უფროსისგან ითხოვენ საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომერი გაასაჯაროოს“ - წერს ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×