რეზონანსი
07.04.2026

თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტის აფასებენ. რეგიონში არსებული ვითარების ფონზე შექმნან სტაბილური და უსაფრთხო გარემო - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბაქოს და თბილისს საერთო მიზნები და ინტერესები აქვთ.

"საქართველო არის საკვანძო ქვეყანა ამ პროექტში, რომელიც აზიას აკავშირებს ევროპასთან, ევროპულ ბაზრებთან. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა ამის თაობაზე და არამხოლოდ აქ, იგივე საუბარი იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დავოსში.

ფაქტი, რაზედაც საუბრობს პრეზიდენტი ალიევი, არ იცვლება, ეს არის კონსტანტა და რასაკვირველია, საუკუნეების განმავლობაში საქართველოსთვის ომი სწორედ მისი მნიშვნელობის გამო მიმდინარეობდა. ვფიქრობ, პოზიტიური განვითარება და განსაკუთრებით, საინტერესო იყო საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ სამმა ქვეყანამ მოახერხა და მომავალში კიდევ მეტს გააკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს არის გარანტია მშვიდობისა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია," - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ილჰამ ალიევი სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა "ქართული ოცნების" დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. განიხილეს ერთობლივი პროექტები და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×