რეზონანსი
07.04.2026

 

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილის ინფორმაციით, ახლა ენგურჰესში წყლის დონე 415 მეტრია, როცა მისი ტექნიკური მინიმუმი 440 მეტრს შეადგენს, აფხაზეთიდან უკონტროლო მოხმარების პირობებში წყალსაცავი იცლება და ბევრად უფრო დაბლა ჩამოდის, ვიდრე ტექნიკური ნორმებით არის დასაშვები. 

“წყალი იცლება და ჩამოდის ბევრად უფრო დაბლა, ვიდრე ტექნიკური ნორმებით არის დასაშვები. აქ რაღაც ძალისხმევაა საჭირო. აფხაზეთის მხარესაც არიან ადამიანები, ვინც ამით ასევე არიან შეშფოთებულები და იმათთან კავშირების გაძლიერება და იმაზე საუბარია საჭირო, რომ ამ დონეზე აღარ მივიდეთ ან სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროები მოვიძიოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ წყალი და არ დავცალოთ.

ენგურჰესი უმნიშვნელოვანესი ობიექტია, რომელმაც შეიძლება პიკურ რეჟიმებში იმუშაოს და რეგიონალური მნიშვნელობის ამოცანები გადაწყვიტოს, მათ შორის დაეხმაროს შავი ზღვის კაბელზე რომ გვაქვს ლაპარაკი, სწორედ იმ პროექტს.

ჩვენ თუ არ გამოვიყვანეთ ენგური ამ მძევლის პოზიციიდან და თან ისეთი მძევლის, რომელსაც ძალიან ცუდად ეპყრობიან, ეს მის შესაძლებლობებს მალე გაანადგურებს. ყოველი ასეთ ფორსმაჟორულ რეჟიმში მუშაობა მის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს”, - განაცხადა ენერგეტიკოსმა "საქმის კურსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×