რეზონანსი
07.04.2026

„პოლიტიკო" ახლა საუბრობს ამ საკითხთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლება იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობდა და საუბრობს, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის" ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღევანდელი პოლიტიკური ლიდერშიფი, რომელიც ევროკავშირს მართავს, არის ძალიან სერიოზული პრობლემა თავად ევროკავშირისთვის.

„დღევანდელი პოლიტიკური ლიდერშიფი, რომელიც ევროკავშირს მართავს, არის ძალიან სერიოზული პრობლემა თავად ევროკავშირისთვის. მათ მიერ განხორციელებული საგარეო და საშინაო პოლიტიკა არის ის ძალიან რთული ჩიხი, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, თუ არსებითად არ მოხდა ამ პოლიტიკის გადასინჯვა", - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

ევროპის საგარეო პოლიტიკის მზარდი ჩავარდნა უკრაინის დაფინანსების სირთულეებით დაწყებული, ირანთან ომზე ფრაგმენტული რეაქციით დასრულებული, დიპლომატიის ძირეულ გარდაქმნაზე სულ უფრო მკაფიოდ მიუთითებს. სტატიას ამ შინაარსით POLITICO აქვეყნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×