რეზონანსი
08.04.2026

არ წყდე­ბა ხმა­უ­რი რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში გა­მარ­თუ­ლი პრე­მი­ე­რის გარ­შე­მო, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ახ­ლა­ხან რო­ბერტ სტუ­რუ­ამ მა­ყუ­რე­ბელს შოთა რუს­თა­ვე­ლის გე­ნი­ა­ლუ­რი პო­ე­მის სა­კუ­თა­რი ხედ­ვა წა­რუდ­გი­ნა. სპექ­ტაკ­ლი "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ (ნა­წი­ლი პირ­ვე­ლი: “ამ­ბა­ვი როს­ტე­ვან არაბ­თა მე­ფი­სა”) ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ლე­გენ­დის, სან­დრო ახ­მე­ტე­ლის 140-ე წლის­თავს მი­ე­ძღვნა.

სპექ­ტაკლმა და მის­მა ფრაგ­მენ­ტებ­მა, რაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და დიდი და არ­ცთუ და­დე­ბი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა ერო­ტი­კუ­ლად და მი­უ­ღებ­ლად მი­იჩ­ნია რიგი სცე­ნე­ბი, ნა­წი­ლი კი მი­იჩ­ნევს, რომ ეს უნი­ჭოდ დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლია.

რე­ჟი­სო­რმა სან­დრო ელოშ­ვი­ლმა სპექტაკლთან და მის რეჟისორთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება გამოაყვეყნა: 

"შე­ვეც­დე­ბი მოკ­ლედ ვთქვა... მე არ მი­ნა­ხავს სპექ­ტაკ­ლი “ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ და ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია რო­გორ შე­იძ­ლე­ბა დად­გა ეს ნა­წარ­მო­ე­ბი, ისე რომ “წიგ­ნი“ არ ჯობ­დეს... ამი­ტო­მაც ამ თე­მა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით!

იმა­საც გე­ტყვით, რომ მე და ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტის ხედ­ვე­ბი, სამ­ყა­როს თუ არა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ნამ­დვი­ლად რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის და კონ­კრე­ტუ­ლად ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას შე­ფა­სე­ბა­ში...

მაგ­რამ! (რა ჯა­დოს­ნუ­რი სი­ტყვაა)

თუკი სტუ­რუა უნდა გან­ვსა­ჯოთ, რო­გორც რე­ჟი­სო­რი, გე­ტყვით რომ ამ პრო­ფე­სი­ა­ში ისე­ვე ბერ­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც და­ვუშ­ვათ ფეხ­ბურთში და 87 წლის ადა­მი­ანს, მოვ­თხო­ვოთ ის შე­დე­გე­ბი რაც ჰქონ­და 37 წლის ასაკ­ში ("კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე", "რი­ჩარდ III") იგი­ვეა 70 წლის ალექ­სან­დრე ჩი­ვა­ძეს მოვ­თხო­ვოთ ისე­ვე ითა­მა­შოს, რო­გორც თა­მა­შობ­და 20 წლი­სას...

ერთი კი ფაქ­ტია! “კავ­კა­სი­უ­რი ცარ­ცის წრე“, “რი­ჩარდ III“ და “მეფე ლირი“ ის მწვერ­ვა­ლე­ბია ქარ­თულ თე­ატ­რში, აგერ ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნე ვე­რა­ვინ რომ მი­უ­ახ­ლოვ­და, გა­უ­ტოლ­და...

რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი, მცი­რე მას­შტაბ­ში რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, გლო­ბუს­ზე სა­დაც კი ლურ­ჯი არ არის, ანუ მი­წაა (ჩრდი­ლო­ეთ და სამ­ხრეთ პო­ლუ­სის გარ­და) ყველ­გან ნამ­ყო­ფია...

და სტუ­რუ­ას, არ­გენ­ტი­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი ავ­სტრა­ლი­ით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყველ­გან ფეხ­ზე მდგა­რი უკ­რავ­დნენ ტაშს და იმის იქით მარ­ტო სე­ლა­პებს შე­უძ­ლი­ათ ტა­შის დაკვრა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, თე­ატ­რში არ და­დი­ან!

ასე რომ, რო­ბერტ სტუ­რუა, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნიც არ უნდა იყოს, რა პო­ზი­ცი­ა­ზეც არ უნდა იყოს და შეც­დო­მე­ბიც არ უნდა ჰქონ­დეს დაშ­ვე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა­ში, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის “დედა ენაა“. ამი­ტო­მაც...

აი ია...

აი თითი...

აი რო­ბერტ სტუ­რუა"!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×