რეზონანსი
08.04.2026

რაც არის დანაშაული ის უნდა იყოს გამოძიებული მაღალი სტანდარტით და ბოლომდე მიყვანილი, ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ "გახარია-საქართველოსთვის" წევრს, სოფო ხორგუანს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.

არჩილ გორდულაძემ ძალადობის მიუღებლობასთან დაკავშირებით ასევე გაიხსენა წარსულში მომხდარი ფაქტი, როდესაც პარლამენტის წევრ ქალბატონს, არასრულწლოვან შვილებთან ერთად, ოპოზიციის აქტივისტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც არ ყოფილა მიუღებელი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის.

"რაც არის დანაშაული ის უნდა იყოს გამოძიებული მაღალი სტანდარტით და ბოლომდე მიყვანილი და აქ არის ერთი დიდი წერტილი, ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ქალბატონს თავს ესხმის ვინმე და ქალს შეურაცხყოფას აყენებს, ყველასთვის მიუღებელია, მათ შორის იმ ადამიანებისთვისაც უნდა იყოს მიუღებელი, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრს, ქალბატონს, საკუთარ შვილებთან ერთად შეურაცხყოფას აყენებს, კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს წესით და როდესაც პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ და საკუთარი თავით ვაგებთ პასუხსო ჩვენს სიტყვებზეო, მათ შორის ამაზეც უნდა ვაგოთ, რომ გაჩუმებულები ვიყავით. გაჩუმებულები", - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×