რეზონანსი
08.04.2026

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ზვი­ად ახ­რა­ხა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და ორი პი­რის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს:

"თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბის გა­უ­წევ­ლო­ბი­სა და სა­თა­ნა­დო და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­სათ­ვის შე­უ­ტყო­ბი­ნებ­ლო­ბის­თვის 2 პირი: 1992 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.მ. და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.მ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 6 აპ­რილს თბი­ლის­ში, გვი­ან ღა­მით, ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან სტუმ­რად მი­ვი­და 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ზ.ა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ის შე­უძ­ლოდ გახ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ცხე­და­რი - გ.მ.-ს მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით, თბი­ლის­თან ახ­ლოს, ტყის მა­სივ­ში და­ტო­ვეს და დე­და­ქა­ლა­ქი­დან რე­გი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ემ­გზავრნენ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პი­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა და­ად­გი­ნეს და ორი­ვე მათ­გა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი აღი­ა­რე­ბენ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს და თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას­თან.ზ.ა.-ს გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზის დად­გე­ნის მიზ­ნით და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 129-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი დღეს იპო­ვეს. ზვი­ად ახ­რა­ხა­ძე 5 აპ­რილს, ღა­მის 12 სა­ათ­ზე სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ვი­და, და­ახ­ლო­ე­ბით 3-ის ნა­ხევ­რის­თვის და მას შემ­დეგ მას­თან კონ­ტაქ­ტი სრუ­ლი­ად გა­წყდა. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო პო­ლი­ცია. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზვი­ად ახ­რა­ხა­ძე ზეს­ტა­ფო­ნი­დან იყო და თბი­ლის­ში ქი­რით იმ­ყო­ფე­ბო­და. გარ­დაც­ვლილს მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი დარ­ჩა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×