რეზონანსი
08.04.2026

"ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე არასანდო პარტნიორი" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, შეერთებული შტატების ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერესი საქართველოში არის სანდო პარტნიორები, "რომელიც იმუშავებს დასავლური ინტერესების აქ გაძლიერებისთვის, რაც ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებშია".

ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი "მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების მონოპოლიზაციის შენარჩუნება და ისეთი თოჯინა მსახურების ყოლაა, როგორიც ირაკლი კობახიძეა". 

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ქვეყანაში მთავარი დეფაქტო მმართველი ბიძინა ივანიშვილია. 

ბიძინა ივანიშვილი არის ყველაზე არასანდო პარტნიორი, რომელიც კი შეიძლება იყოს, მისი სანდოობა არის პრაქტიკულად ყველაზე უფრო დაბალ ხარისხზე ახლა და წლების განმავლობაში უკვე. რატომ არის არა სანდო პარტნიორი? იმიტომ, რომ აშშ-მა ძალიან კარგად იცის, რა არის მათი ინტერესი რეგიონში. პირველ რიგში მათი ინტერესი, ირანში სამხედრო ოპერაციების პარალელურად, ახლა ჯერ არ ვიცით როგორ დასრულდება, იქნება თუ არა საბოლოოდ ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ აშშ-მა კონკრეტული ინტერესები დაისახა ირანში - ეს იყო ბირთვული პროგრამის შეწყვეტა, ეს იყო კონკრეტულად სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება, სამხედრო და პოლიტიკური ელიტის ჩამოშლა და ეს იყო ძალიან კონკრეტული ინტერესი, რომელიც ჰქონდა აშშ-ს.

ამიტომ შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერესი საქართველოში არის სანდო პარტნიორები, ადამიანების ჯგუფი, მმართველობის ჯგუფი, რომელიც იმუშავებს დასავლური ინტერესების აქ გაძლიერებისთვის, რაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია. ჩვენი ეროვნული ინტერესი რა არის - მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ეკონომიკური კეთილდღეობა, მიწოდების ჯაჭვში ჩაბმა და ეს ეკონომიკური მიწოდების ჯაჭვი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რასაც აკეთებს ფაშინიანი ახლა - ამ სამშვიდობო შეთანხმებით უზარმაზარი ინვესტიციები იდება სომხეთში. [...]

პირდაპირ შეგვიძლია ხაზგასმით ეს ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ეყრდნობა მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მან ძალაუფლების მონოპოლიზაცია შეინარჩუნოს, მას ჰყავდეს ისეთი თოჯინა მსახურები, როგორიც არის ირაკლი კობახიძე, რომელიც უკან დაჰყვება და იმის ელემენტარული თავმოყვარეობაც არ აქვს, რომ გამოდის და ორ ფეხზე დგომას რომ სთავაზობს საზოგადოებას, რომელიც ძალიან მყარად დგას 2 ფეხზე და ძალიან კარგად იცის თავისი ეკონომიკური, ფინანსური, თუ სამშვიდობო ინიციატივები, აესე დაჰყვება [კობახიძე ივანიშვილს] და ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ არის ამ ქვეყანაში მთავარი დეფაქტო მმართველი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი," - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×