რეზონანსი
09.04.2026

ბათუმელი ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე აქვეყნებს სტატუსს, სადაც ყოფილი ქმართან ურთიერთობაზე საუბრობს.

„ვინც ფიქრობს, რომ რაიმე კონფლიქტი გვაქვს მე და ჩემს ყოფილ ქმარს, იცოდეთ, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. 3 ულამაზესი გოგონა გვყავს, ეს მიზეზი საკმარისია იმისთვის, რომ ერთმანეთს მხარში დავუდგეთ. არც ერთს არ გვსიამოვნებს ნეგატიური კომენტარები. 

და კიდევ დავამატებდი, ვიღაც შორეული ნათესავების გასარჩევი არ არის, მე რა ქონება მაჩუქა. ეს მისი სურვილი იყო, რადგან მე მისი ანგელოზების დედიკო ვარ!

ისევე, როგორც მე, მასაც ჰყავს გვერდით ადამიანი, ვისთანაც კომფორტულად გრძნობს თავს.

ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. ბევრი სიკეთე გაუკეთებია, რასაც ძალიან ვაფასებ“, - დაწერა შუკაკიძემ.

ბათუმელი მოდელისა და ინფლუენსერის ყოფილმა მეუღლემ, დავით ბოლქვაძემ სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც დაწერა, რომ შვილების დედაზე ცუდად საუბრის უფლებას არავის მისცემს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×