რეზონანსი
10.04.2026

ყველასათვის საყვარელი საქეიფო და დარდიმანდული სიმღერების შემსრულებელი კახა სულაბერიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ბლოგერი შოთო სიხარულიძე ავრცელებს. 

„დაგტირის შენი ოჯახი, გლოვობს.

ენით აღუწერელი ტკივილი დაგვიტოვე, გაანადგურე და თავდაყირა დააყენე ყველას ცხოვრება, ვინც გიცნობდა, ნათელში იყავი ჩვენო ყველასგან და ყველაფრით გამორჩეულო და განსაკუთრებულო

მოიხსენიეთ ახლადშესვენებული კახა.

კეთილი და სამართლიანი იყავი და ეჭვი არასდროს შეგვეპარება, რომ ამ სოფლიდან ყველა შემოგაშველებს ლოცვას, ვისთვისაც შენი ამაგი უანგაროდ დაგიხარჯავს. უფალმა წაგიყვანა, სადაც მართალნი განისვენებენ, ცათა სასუფეველში გადაინაცვლა შენმა სულმა. არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი...“ - წერს შოთო სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×