რეზონანსი
10.04.2026

მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში რობერტ სტურუას გახმაურებულ სპექტაკლში - "ვეფხისტყაოსანში" - მთავარი - თინათინის როლის შემსრულებელ მსახიობ ქეთი სვანიძესთან დაკავშირებით მიმართვას აქვეყნებს:

"ქეთი სვანიძე არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, 10 წლის ასაკიდან ვმეგობრობთ!

ის არის აფხაზეთიდან, გაგრადან! ეს ის წლებია, ჩემი და ქეთის მამები აფხაზეთის ომის მსხვერპლნი რომ გახდნენ და ობლობაც გვაკავშირებდა!

ბავშვობიდან უნიჭიერესი და საამაყო იყო! უკრავდა საკრავებზე, კლასიკურ ვოკალს სწავლობდა! ჩვენ ვიყავით სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ნორჩი მსახიობები! ცეკვავდა ერისიონში და ბევრი სხვა მრავალი ნიჭიერებით გამოირჩეოდა... ერთად ვთამაშობდით სპექტაკლებში!

ეს ყველაფერი დედამისის, ქალბატონ ესმა მიქელაძის დამსახურებაა, ახალგაზრდა ქვრივი ქალის, რომელმაც 90-იან წლებში ყველა ენერგია ქეთის ვარსკვლავად გაზრდას შეალია!

ქეთი - საოცრად ითამაშე თინათინი! ქეთი - წინ ბევრი წარმატება გელოდება!

საუკეთესო ოჯახი ჰყავს დღეს! მეუღლე და შვილი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×