რეზონანსი
10.04.2026

77 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართული ესტრადის ცნობილი მომღერალი გოჩა ლორია. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახი ავრცელებს.

გოჩა ლორიას კარიერა  1965 წელს, მუსიკალური სასწავლებლის დასრულების შემდეგ ანსამბლ „რეროში“ დაიწყო. შემდეგ იყო რობერტ ბარძიმაშვილის მიერ დაარსებულ ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლის, „75“-ის სოლისტი. ანსამბლში მან არაერთი სიმღერა შეასრულა, რომლებიც დღემდე პოპულარულია („ჩურჩულები“, „დრო სათაყვანო“ და სხვ.).

80-იან წლებში გოჩა ლორია ანსამბლ „ივერიაში“ მიიწვია კომპოზიტორმა ალექსანდრე ბასილაიამ და მიუზიკლ „ჩხიკვთა ქორწილში“ ერთ-ერთი მთავარი - ყვავის როლი შესთავაზა. მიუზიკლი გოჩა ლორიამ სამი წლის განმავლობაში 1 500-ჯერ შეასრულა.

გოჩა ლორიას 14 აპრილს დაკრძალავენ. გამოსვენება წმინდა ილია მართლის სახელობის ტაძრიდან (აგრარულ უნივერსიტეტთან).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×