რეზონანსი
10.04.2026

ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ უზენაესმა სასამართლომ 58 წლის საქართველოს მოქალაქე კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ის დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის „დაქირავებული მებრძოლის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის“ მუხლით. ამჟამად მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. 

„სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, ხაბაზის დაუსწრებლად მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

კობა ხაბაზი იყო პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიიდან, ამჟამად წარმოადგენს ოპოზიციურ „კოალიციას ცვლილებებისთვის“ და აქტიურად მონაწილეობს პროევროპულ საპროტესტო აქციებში თბილისში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×