რეზონანსი
10.04.2026

სპორტსმენი და ბიზნესმენი ზაზა ფაჩულია რაჭაში „სადმელი ჰესის“ აშენებას გეგმავს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 661-ე განკარგულებიდან ირკვევა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, მთავრობამ ზაზა ფაჩულიას კომპანია „სადმელი ჰესს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 29 007 კვ.მ.-ის მიწის ნაკვეთის 49 წლის ვადით აღნაგობის უფლებით გადასცა.

არაა გამორიცხული, ცნობილმა კალათბურთელმა ფეხბურთის ვარსკვლავის, კალაძის მსგავსად, პოლიტიკაშიც გადაინაცვლოს. შეგახსენებთ, რომ წლების წინ, ჯერ კიდევ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, კალაძემაც ენერგეტიკაში ინვესტირებით დაიწყო. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ჯერ ენერგეტიკის მინისტრი, მოგვიანებით კი - დედაქალაქის მერი გახდა. 

რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას, ამბროლაურში, მიწის სანაცვლოდ, ინვესტორმა 49 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად 18 973 ლარი უნდა გადაიხადოს. გარდა ამისა, ინვესტორის ვალდებულებაა „სადმელი ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×