
დღეს დიდი კაცის, დიდი პოლონელის, ლეხ კაჩინსკის დაღუპვის დღეა. რომ არა ლეხის ძალისხმევა, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები, იმაზე გაცილებით მეტი იქნებოდა, ვიდრე წარმოდგენილია, - წერს გიორგი გამსახურდია.
მისი თქმით, ლეხ კაჩინსკი გამსახურდიასთან საუბარში აღნიშავდა, რომ ის საქართველოს მეგობარი იყო და არა მიხეილ სააკაშვილის, მეტიც, მას შეშლილად იხსენიებდა.
გამსახურდია მიიჩნევს, რომ სმოლენსკის ტრაგედია, რომელსაც ლეხ კაჩინსკისთან ერთად, მისი მეუღლე და პოლონეთის პოლიტიკური, სამხედრო თუ სასულიერო ელიტის წარმომადგენლები ემსხვერპლნენ, რუსული სპეცოპერაცია იყო.
“ჩემთანაც და ჩემ ძმასთან (კოკოსთან) საუბარში, აღნიშულიც აქვს ცხონებულს, რომ მე საქართველოს მეგობარი ვარ და არა სააკაშვილისო. უფრო მეტიც, შეშლილად იხსენიებდა საკაშვილს. ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ სმოლენსკის ტრაგედია შემთხვევითი იყო და არა რუსული სპეცოპერაცია პოლონეთის წინააღმდეგ. ლეხთან და მარიასთან ერთად, დაიღუპნენ საუკეთესო პოლონელები, სხვდასხვა შეხედულებების, მაგრამ თავიანთი ქვეყნის პატრიოტი ხალხი. ხსოვნა იყოს ლეხის და მარია კაჩინსკების, ასევე ყველა ბორტზე დაღუპულის. ქრისტე ღმერთმა ჩაიხუტოს მათი წამებული სულები,” - წერს გიორგი გამსახურდია.