რეზონანსი
10.04.2026

„ჰეზბოლას“ ლიდერმა, ნაიმ კასემმა პირობა დადო, რომ ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლას „ბოლო ამოსუნთქვამდე“ გააგრძელებს, - წერს „სი ენ ენ“-ი.

„ჩვენ არ დავეთანხმეთ სტატუს კვოს დაბრუნებას და მოვუწოდებთ ხელისუფლებაში მყოფებს, შეწყვიტონ კომპრომისები“, - თქვა მან და ისრაელი ახალ თავდასხმებში დაადანაშაულა.

„ჩვენ არ გვეშინია მტრის მუქარის ან იარაღის, რადგან ჩვენ ამ მიწის მფლობელები ვარ“, - თქვა კასემმა.

მედიის ცნობით, ეს განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა არ იქნებოდა, თუმცა მან ბეირუთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

თეირანი აცხადებს, რომ ლიბანში შემდგომ თავდასხმებს აღარ დაუშვებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ „ლიბანში ხოცვა-ჟლეტის“ დასრულება მოითხოვა, ხოლო სხვა ირანელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×