რეზონანსი
10.04.2026

„კრედიტინფო საქართველოს“ 2026 წლის 31 მარტის მონაცემებით, საფინანსო სექტორის ვალი 1 984 700 მსესხებელს აქვს, კრედიტების მოცულობა კი 77 242 581 731 ლარს შეადგენს. აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 372 477 ადამიანს.

ცნობისთვის, „საქსტატის“ მონაცემებით ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა 3 704 506-ს შეადგენს, შესაბამისად საქართველოში მოსახლეობის ნახევარს საფინანსო სექტორის ვალი აქვს.

2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით, მსესხებლებიდან, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, 101 026 - კომერციული ბანკების კლიენტია, 301 330 პირი - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი); 4 548 კი ყველა სხვა ტიპის ორგანიზაციის კრედიტორია (სამშენებლო კომპანია, დისტრიბუტორი, სალიზინგო კომპანია და ა.შ.).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×