რეზონანსი
10.04.2026

ესპანეთმა ჩვენი გმირები, ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები, მსოფლიოში ყველაზე მორალური არმიის ჯარისკაცები შეურაცხყო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხედრო კოორდინაციის ცენტრიდან გააძევებს. ეს ცენტრი ზედამხედველობს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომლის შტაბ-ბინაში ესპანეთს მუდმივი წარმომადგენლობა აქვს.

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის. ისინი, ვინც ტერორისტული რეჟიმების ნაცვლად ისრაელს ესხმიან თავს, ვინც არ უნდა გააკეთოს ეს, რეგიონის მომავლის საკითხში ჩვენი პარტნიორები ვერ იქნებიან. მე არ ვარ მზად, ავიტანო ეს თვალთმაქცობა და ეს მტრობა. არ ვაპირებ, რომელიმე ქვეყანას მივცე უფლება, რომ ჩვენ წინააღმდეგ დიპლომატიური ომი აწარმოოს დაუყოვნებლივ ფასის გადახდის გარეშე“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×