რეზონანსი
10.04.2026

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო იმერეთს" თვითმხილველებმა განუცხადეს, რომ 72 წლის მამაკაცს მოტოციკლი დაეჯახა, რის შემდეგაც არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მედიკოსებმა "ინფო იმერეთს" განუცხადეს, რომ დაშავებულს აღენიშნება თავის ღია ჭრილობა და ინტრაკრანიალური ტრავმა.

პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, ქუთაისში, "თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში" გადაიყვანა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

წყარო: „infoimereti.ge"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×