რეზონანსი
11.04.2026

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში წინასაარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში, ვემზადებით ხვალ, უნგრეთში, არჩევნებზე დასაკვირვებლად. გუშინ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ ეუთო/ოდირისგან მოგვესმინა არსებული მდგომარეობა, გრძელვადიანი დაკვირვების შედეგები ამ დრომდე. თუ რა ვითარება იყო წინასაარჩევნო გარემოს, მედიის, დაფინანსების, რეგისტრაციის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. დღესაც გაგრძელდება ეს პროცესი და ხვალ კი უკვე ნაწილი ბუდაპეშტში, ნაწილი უნგრეთის რეგიონებში ჩვენ შევძლებთ, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესს - არჩევნების თითოეულ კომპონენტს, დაწყებული უბნის გახსნიდან, კენჭისყრიდან და საბოლოოდ, უბნის დახურვა-შეჯამებამდე, შემდეგ ამ ყველაფრის გამოქვეყნება“, - განაცხადა მახაშვილმა.

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ქართველი დეპუტატები დააკვირდებიან, უნგრული მხარის მიწვევით, საპარლამენტო სადამკვირვებლო მისიით ბუდაპეშტშია საპარლამენტო დელეგაციის კიდევ ერთი ჯგუფი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×